მე, შენ და წყვდიადი
დაღამებულა, აღარ არსებობს სინათლე ჩემში... ვზივარ და ვკვდები ამ აყროლებულ ცხოვრების გემში... ცა მოღრუბლულა და გადასულა დაღუპვის ველში... ვეღარ ვიცოცხლებ, რადგან იმ გრძნობებს ვერადავერ ვშლი. მგონი გუშინ სიყვარული, სიყვარული ვნახე, მითხრა: "არ მიყვარხარ და იცოდე ეს არს ჩემი ბოლო სიტყვა." მგონი გუშინ პოეზიას შევხვდი, მასთან მაქვს მე კითხვა: "განმიქარვებ ამ ტკივილებს, როცა ჩემს გულში არს ვირთხა?" ვირთხა - იმედგაცრუება, გრძნობა - ისევ გაბრუება, ლექსი - ჩემი დაბრუნება, ლექსი ჩემი არს ბუნება! ჩემი გული არს ძალიან, არს ძალიან პატარა, მაგრამ მან ქვეყნიერება მე სულ შემომატარა. სიყვარული არის გულის ერთადერთი ფანჯარა და მისთვის არის საჭირო ძლიერ დიდი გარჯა რა! მე ყველაფერს მირჩევნია ეგ შენი თითები, რადგან რადგან მათგან მოდის სინაზის ზვირთები! მე ყველაფერს მირჩევნია ეგ შენი თვალები, რადგან ჩემთვის მათშიც არის ამ გრძნობის ალები! მე ყველაფერს მირჩევნია ეგ შენი ტუჩები, რადგან როცა მე მათ ვხედავ ცეცხლივით ვხურდები! მე ყველაფერს მირჩევნია შენი თმა და სურნელი, რომელთაც მე გამუდმებით სიყვარულით სულ ველი! მე ყველაფერს მირჩევნია შენი სახის დანახვა! სილამაზის, სიფაქიზის და გრძნობის გარდასახვა! მე სულ ვგრძნობ რომ შენ მინათებ ამ საშინელ წყვდიადს... იცოდე რომ წარმოადგენ ნამდვილ ქალღმერთს, დიადს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.