შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმა გულს მიწვავს


4-08-2018, 19:34
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 628

წვიმა, რომელიც ყველას ასველებს,
ჩემს მოგონებებს აღარ ასვენებს.
წვიმა, რომელიც ყველას აგრილებს,
გულს წვავს, სიცხისგან სულ გააწითლებს.

გავალ წვიმაში და დავსველდები,
მხოლოდ ანნასთვის მე დავბერდები.
მისთვის მოვკვდები, ამისთვის მზად ვარ!
კვლავ ვეტყვი, კვლავ ვეტყვი: "მე შენ მიყვარხარ."

ეს ცა ჩემს გულში სულ იყურება
და თანამიგრძნობს მუდამ, მგონია.
ღრუბლით და სევდით ცა იხურება,
გულში კი სუფევს კვლავ ირონია.

ახლა ვამბობ ისე ვიწვი
სიცოცხლეს ვერ გავაგრძელებ.
შენთვის ძლიერ ბევრს მე ვიღწვი,
მიწას ცრემლით დავასველებ.

ნეტავ ახლა მიყურებდეს რომანტიკის ერთი მეფე,
ბარათაშვილს ვთხოვდი ეთქვა სად არს ჩემი გულის ხე-ტყე.
ნეტავ ახლა მიყურებდეს რომანტიკის ერთი ღმერთი,
გალაკტიონს ვთხოვდი რჩევას, მე მაქვს გრძნობა ერთადერთი.

ცამ დასჭექა და კვლავ ყველას შეეშინდა მისი,
წვიმა მოდის, აქ დაიწყო ცხოვრების დაისი.
ეს გრძნობები არის შენი, არა სხვების, სხვისი!
შენ ხარ ჩემი თოვლი, წვიმა, ლამაზი მაისი.

წვიმა, რომელიც ყველას ასველებს,
ჩემს მოგონებებს აღარ ასვენებს.
წვიმა რომელიც ყველას აგრილებს,
გულს წვავს, სიცხისგან სულ გააწითლებს.



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

უმ...როგორც ყოველთვის შესანიშნავია blush

 


№2  offline მოდერი Giorgi Uertashvili

ბელუ შეროზია
უმ...როგორც ყოველთვის შესანიშნავია blush

ბელუ დიდი მადლობაა heart_eyes kissing_heart <3 <3 <3
--------------------
გ.უერთაშვილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent