შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რას ვიფიქრებდი სიყვარულო შეგიზიზღებდი?!


9-08-2018, 14:01
ნანახია 1 640

ზღვა იყო გუშინ იმდენად ავი
მძვინვარე ხმებით ისე ღელავდა,
უცებ მომინდა მასთან მისვლა და
შეგრძნება მისი ავი ზრახვისა...
ახლა სულ სხვაა ოცნებაც და ფიქრთა სამყოფიც,
სულ სხვა შეგრძნებას ეწირება ძველი გრძნობები...
რას ვიფიქრებდი სიყვარულო შეგიზიზღებდი,
სიძულვილისგან ანთებულ თვალებს,
შესისლხორცებულ გულის ნაწილს ავიგლიჯავდი...
სახეზე ღიმილშემხმარ ნაოჭებს ვებრძვი...
არ მინდა ჩემო,
ტკივილისგან ვგრძნობ რომ ვგიჟდები...
გაორებაა, ჩემი სული ორად გაიყო...
ერთი შენ გითხოვს,
მეორეს კი ზიზღი გააპობს...
სიყვარულიდან ერთნახევარ ნაბიჯს დავითვლი
და სიძულვილი ჩემს სხეულში აბობოქრდება...
გავბედავ მერე, ანთებული თვალებით გეტყვი:
"მე შენ მიყვარდი, თუმცა უკვე ზიზღი მერევა..."
შენ იგრძნობ ტკივილს, იმედები განადგურდება...
დაგტანჯავს ფიქრი, რომ დაუშვი მძიმე შეცდომა,
მაგრამ გახსოვდეს სიძულვილიც
სიყვარულის ბრალი იქნება...
მე შეიძლება გარეგნულად სულ შევიცვალო,
სიცივის მიღმა გამოვკეტო ურჩი გრძნობები,
გაყინულ თვალებს, ირონიულ ღიმილს შეგაჩვევ,
ყველას ვარწმუნებ სიყვარულის გადალახვაში
და მხოლოდ ღამით
ჩემს მთვარესთან თავს მივცემ ნებას...
დაჩეხილ სულზე მონატრებით როგორ დავედი?!
დავიწყებ ხრიალს... ღამის აჩრდილს გავეკიდები...
დღისით კი მაინც ღიმილიან ქალად ვიქცევი!!
ვერასდროს იგრძნობ გეფიცები სულის სიმყრალეს,
ამშმორებული არსებობით არასოდეს არ შეგაწუხებ...



№1 სტუმარი სტუმარი თამო

მიყვარს მე შენი ლექსები ჩემო კარგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent