შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭკნება ვარდები,ჩამორეცხა წვიმამ აკრილიც


22-08-2018, 13:49
ავტორი bla.ell
ნანახია 2 150

და ახლა როცა შენს თვალებში დგება აპრილი
დღეს როცა მთვარე უფრო ახლოს არის ამაღამ
ჩემთვის შორია "ოკეანევ" შენი ნაპირი,
მინდა სიჩუმით გამოვხატო გრძნობა ხმამაღლა.

ჭკნება ვარდები...ჩამორეცხა წვიმამ აკრილიც,
ფიქრით შეშლილი იატაკზე ვწვები გულაღმა,
ვტოვებ დაწყობილს ჩემს ცხოვრებას...მხვდება აყრილი,
იამ სურნელი სხვა იებსაც გადაუნახა.

ბნელის მოწილე პოეტობას აღარ ვაპირებ,
მერე რა თუ დღეს არ მეტყობა სულის გადაღლა.
დაცარიელდა კალმის გულიც...ვერ ავატირე.
წერა აბზაცით დავიწყდე და დავრჩი გადაღმა.

მახსოვს ეს გული უსასრულოდ გაგინაწილე.
სუნთქვა კისერში მომეფრქვია თითქოს სულ ახლა.
ვარდების შემდეგ გვირილები ვეღარ გავწირე,
ჩემი ცრემლები შენ იცოდი...სხვას არ უნახავს...

იცი...არასდროს არ ვყოფილვარ ასე დაღლილი,
თითქოს ლექსებში საკუთარმა ხელმა დამმარხა,
გაშავდა ყველა ცისარტყელა სულზე დაღვრილი,
როგორ ვიქეცი დამჭკნარ იად ნეტავ განახა.

ავტორი:ელისაბედი/bla.ell

პ/ს ჩემო ტკბილებო თქვენ არვიცი რამდენად მაგრამ,მე მომენატრეთ და დავბრუნდი ისევ...მართალია ლექსი ახალი არ არის მაგრამ არსად ამიტვირთავს blush ბოლოს დაწერილია და ვერ ვიცლიდი რომ აქ ამეტვირთა...იმედია ის თბილი გარემო არ გაფანტულა...წინასწარ ყველას დიდი მადლობა ჩემი ლექსის წაკითხვისთვის❤❤❤უყვარხართ ელის heart_eyes



№1 სტუმარი nino

სულ მომწონს შენი ლექსები,ბოლო სიტყვები განსაკუთრებით მომხვდა გულზე,სულ წერე და ნუ დაიკარგები

 


№2  offline მოდერი bla.ell

nino
სულ მომწონს შენი ლექსები,ბოლო სიტყვები განსაკუთრებით მომხვდა გულზე,სულ წერე და ნუ დაიკარგები

ნიი საყვარელო გამახარე შენი კომენტარით,ვეცდები რომ არ დავიკარგო და გავაგრძელო აქ "ცხოვრება" დიდი მადლობა❤

 


№3  offline წევრი M-morieli

ახლა ისეთ საშინელ ხასიათზე ვარ ზუსტად შენ მჭირდებოდი <3

 


№4  offline წევრი ნორაგამი

ლამაზი ლექსია ????

 


№5  offline წევრი sweetgirl

როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ ელ <3 სად დაიკარგე? მომენატრა შენი ლექსები <3

 


№6 სტუმარი სტუმარი Lile-eli

როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ და ყველაფერს ისეთს გვთავაზობ, რომ შეუძლებელია გულგრილად გავიარო. :) :*

 


№7 სტუმარი el

მაგარი ხარ ელისაბედ

 


№8  offline მოდერი ბელუ შეროზია

უბრალოდ ერთი სიტყვაც საკმარისია - უნაკლოა!

 


№9  offline წევრი ki si

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ძირითადად ლექსის წერისას რითმას აქცევენ მეტ ყურადღებას ვიდრე ზოგადად იდეას. ამიტომ მიყვარს შენი ლექსების კითხვა, ძვირფასო, გრძნობითაა გაჯერებული მინიმალური სიტყვებით იმხელა ემოცია და გრძნობა მოგაქვს მგონია ლირიკულ გმირთან ძალიან ახლოს ვარ, არამარტო ემოციურად. ძალიან ვაფასებ პოეტებს და მხატვრებს რადგან ლექსისა და თუნდაც უბრალო ნახატის შექმან ჩემთვის წარმოუდგენელი გენიაა. მადლობა რომ არსებობ <3

 


№10  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ძალიან კარგია! მიხარია რომ ისევ გნახე აქ. იცი შენი ხელწერა უკვე ნაცნობია, რომ არ ეწეროს ავტორი მაინც ვიცნობ.

 


№11  offline წევრი luana

როგორ ძალიან მომეწონა ვერც კი გადმოვცემ <3 სამწუხაროდ აქამდე არ გიცნობდით. წავიკითხავ სხვებსაც <3

 


№12  offline მოდერი bla.ell

luana
როგორ ძალიან მომეწონა ვერც კი გადმოვცემ <3 სამწუხაროდ აქამდე არ გიცნობდით. წავიკითხავ სხვებსაც <3

დიდი მადლობა საყვარელო ამ თბილი სიტყვებისთვის❤❤❤ძალიანნ გამახარეეებ

 


№13 სტუმარი 13

აპრილი ხო მაგრად მომწონს ძალიან მაგარი თვეა და უფრო მეტად ეს ლექსი მომწონს!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent