შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ფიქრები, ჩემი გრძნობები


12-09-2018, 21:15
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 915

ჩემი ფიქრები, ჩემი გრძნობები,
მე გასაფანტად მენანებოდა.
შენი თვალები, შენი ტუჩები,
მე არასოდეს მესალმებოდა.

ჩემი ფიქრები, ჩემი გრძნობები,
სხვათათვის მე არ მემეტებოდა.
გულის საწყალი, ძველი ობები,
როგორც საცოდავს მეფერებოდა.

ჩემი ფიქრები, ჩემი გრძნობები,
შენი გულისთვის მინდა, მინდოდა.
გულში სულ იყო მძიმე ოხვრები
და იმედები სხვაგან მიჰქროდა.

ჩემი ფიქრები, ჩემი გრძნობები
კვლავაც და კვლავაც არიან მარტო.
მე ამ საკანში შენთვის მოვხვდები,
თუნდაც შენ ამის ნება არ დამრთო.

ჩემი ფიქრები, ჩემი გრძნობები,
კვლავ შენთვის დგანან მედგრად და მყარად.
გულს, როგორც ტყვია ისე მოხვდები.
მე კი ვიდგები მხოლოდ შენს ფარად.

ჩემი ფიქრები, ჩემი გრძნობები,
თავს ვერ აღწევენ შენდამი ლტოლვას.
ჩემი სიკვდილით არ დაღონდები,
რადგან ვერ ვპოვებ მე შენში ხსოვნას.

ჩემი ფიქრები, ჩემი გრძნობები
ისევ და ისევ, სულ შენ გეტრფიან.
მე ამ საკანში ალბათ მოვკვდები,
ჩემი გრძნობები შენ არ გელიან.

ჩემი ფიქრები, ჩემი გრძნობები
ისევ და ისევ ეულად დგანან.
ერთი ვიცი, რომ არ გავორდები!
ასეთები ხომ მტკვრის პირას ყარან

ჩემი ფიქრები, ჩემი გრძნობები,
ბევრჯერ ეცადნენ შენს დავიწყებას.
მათ გაიგეს არ განმეორდები,
ალბათ არჩევენ კვლავ გარინდებას.

ჩემი ფიქრები, ჩემი გრძნობები,
მე გასაფანტად მენანებოდა.
შენი თვალები, შენი ტუჩები,
მე არასოდეს მესალმებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent