შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული არ ამბობს


29-09-2018, 15:16
ავტორი rainey
ნანახია 1 477

დავიწყების საღამო
დახუნძლული ზვირთების
მცდელობაა ამაო: -
დავიწყებამ მაამოს

სიყვარულის მალამო
ისევ ისე მიშველის
როგორც მაშინ მეამა: -
განშორების საღამოს

არ მოხვედი, არ ამბობ
როგორ მოხდა ჩვენ შორის
აუტანელ ქარცეცხლმა
გრძნობა როგორ დააგო

ქარიშხლობის საღამოს
დაწყებული სიზმრების
გულის თქმაა ამაო
სამართალი სიტყვების

აქ სიზმრები აღარ თმობს
დავიწყებულ თვალების
გაუმხელელ გრძნობების
მოურჩენელ მალამოს...

სიყვარული მოქმედებს. სიყვარული არ ამბობს...



№1  offline წევრი luana

როგორ არ მიყვარს გაუმხელელი გრძნობები :(( სევდიანი იყო ჩემთვის, მაგრამ ძალიან ლამაზი და გულწრფელი <3

 


№2  offline წევრი rainey

მადლობა ჩემო კარგებო <3 <3 <3

 


№3  offline მოდერი bla.ell

მიყვარს შენს ნიკს რომ ვხედავ რაღაც დადებით ემოციებს იწვევ ჩემში❤❤❤ლამაზი ლექსია ასე რომ ვთქვათ "სადა" და ისეთია უბრალოდ ბრალიანი❤❤

 


№4  offline წევრი rainey

bla.ell
მიყვარს შენს ნიკს რომ ვხედავ რაღაც დადებით ემოციებს იწვევ ჩემში❤❤❤ლამაზი ლექსია ასე რომ ვთქვათ "სადა" და ისეთია უბრალოდ ბრალიანი❤❤

კიი, გეთანხმები❤ შემიყვარდი უკვე კომენნტარებიანად, ^^ ჩემო კარგო ????❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent