სულს დავლევ, შენს წინ ქალო
ცისპირ გატყდა, მიეფერე ცვრიან ბალახს… მანდ, ფხოვის მთებს შეფენია ლურჯი ია. მერამდენე ღამეს ვამტვრევ, შენზე ფიქრში. უშენობამ, უძილობას დამაჩვია. და თუ არაგვს, შამაქნეულს მათრახივით, შამავჰყვები… ე, მანდ არსად დამემალო. შავღმუილებ, მონატრებას მგლისფერ ქარაფს, ყვავილების თაიგულით, მოვალ ქალო. შევღაღადებ, მთებს მზისაკენ ხელაპყრობილთ. ნისლს ხევებში, ჯაგარივით აიშლიან. მოვუყვები, ღამეებზე უკვე ყოფილ… დავიმშვიდებ, სულს ბნელსა და ქარიშხლიანს. მაინც მოვალ, მაინც შენად დაგემჩნევი, ბოლოს მაინც, მაგ ქვა-გულში ჩაგეხმალო… გათენებულ ღამეების ყელსაბნევით, მოვხოხდები და სულს დავლევ, შენს წინ ქალო! _მერაბ არაბული_ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.