ჩემი მონატრება
ემი მონატრება-როგორც წვიმის წვეთი, სულში გავწურე და ხეზე ჩამოვაწდე. ეკლით გადაბურდულ ვდგევარ უღრან ტყეში, ვინმე სულიერის ქოხს რომ გადავაწყდე... ეს ის ტკივილია,ზღვა რომ აგიღელვე, ეს ის თვალებია, სულ რომ წყლიანია. არა,არ მინატრო,არა, შემოგევლე, აწი ვეღარ მოვალ ,უკვე გვიანია! ჩემი ზღაპარიც ხომ ასე დაიწყება; "იყო და არ იყო...დიდხანს იარაო..." თუ კი ამ ცხოვრებას ჰქვია "ს ა ო ც რ ე ბ ა", -თითქოს მიცხოვრია, მართლა კი არაო. ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა. არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა. სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია. რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია. მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ? გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი. მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.