შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომენატრე


16-10-2018, 00:43
ავტორი თენგუ
ნანახია 3 698

მენატრება სილამაზე შენი
უფრო მეტად შემიყვარდი ვფიცავ
შემოდგომის ჭირნახული გშვენის
ჩემო მრავალ ჭირნახულო მიწავ.
შენ ღვთისმშობელს დაუდექი მონად
ერთი ორად მოგემატა ხიბლი
შეგისმინა მუხლმოდრეკილს თხოვნა
შენი ერი უფლის გზაზე ივლის
კლდესავით დგას კაცი წირვა ლოცვად
გვერდით, სწორად, აღმართულა ქალი
სიყვარული ეღვლინება ზეცად
გამოგვიღო სასუფევლის კარი .



№1 სტუმარი უცნაური

რა კარგი ლექსია. ყოჩაღ!

 


№2  offline წევრი თენგუ

მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მე აქ
მხოლოდ თქვენს იმედად...

 


№3  offline მოდერი bla.ell

კარგია მომეწონა ++

 


№4  offline წევრი თენგუ

იმ ფსალმუნში ლაპარაკია მდ.იორდანეს
უკუქცევაზე. იორდანე ყოველ ნათლის
ღებას ხომ იცვლის მიმართულებას,
წყალი უკუიქცევა და იკლებს დინება.
ხო და ფსალმუნში ამ სასწაულზე უნდა
იყოს წინასწარმეტყველება.მართლუკუნ
იქცაო იორდანეზე წერია...
ამ სასწაულის მომსწრე ერთი მშვენიერი
ქალბატონიც არის ასე ვიცი...

 


№5  offline წევრი თენგუ

მიყვარხართ ისე როგორი სიყვარულითაც
შეგვიყვარა ჩვენ უფალმა.
და ამ სიყვარულს ვერაფერი შეედრება

 


№6  offline წევრი თენგუ

მე თქვენი ასლი აღარ მინდა უძვირფასესნო
ჩემს სულში უკვე
აისახეთ ხელთ უქმნელ ხატად
სად ათას ცხრილში გატარებულთ
არის სამეფო
სადაც დროებითს ვერასოდეს ვერაფერს ნახავ.........

 


№7 სტუმარი თენ

ხალხოო ძალიან მომენატრეთ. რა კარგები მყავხართ. რაც უფრო დრო გადის უფრო და უფრო მეტ სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობ თქვენდამი.
როგორ ვჭირდებით ერთმანეთს.
გვიყვარებოდნენ ურთიერთას...

 


№8  offline წევრი თენგუ

მრუშობა, გარყვნილება, სიცრუის მეფობა,
ეკლესიის სიძულვილი, ყოველნაირი
დამცირება ქართველებისა. სამაგიეროდ
კუჭის ამოყორვა. შეიძლება უკეთესი
ეკონომიკა. ამერიკის კაი განწყობა.
აი ამაზე თქვა დღეს ჩვენმა ხალხმა
უარი.
უმეტესობაში ისინი რომ ყოფილიყვნენ
ღმერთი მიგვატოვებდა. შესაბამისად
საზეპურე ერიც აღარ ვიქნებოდით.
მეთანხმებით? ჩემო კარგებო?
@@@@@@@@@@@@@@
მადლობთ. ჩვენ ერთად მივდივართ და
ერთად ვიქნებით საუკუნოდ

????

და კიდევ, თქვენ ჩემი შეძენილი სიმდიდრე ხართ...

 


№9  offline წევრი თენგუ

ძალიან ძნელია ცხოვრება უღვთოდ. შეუძლებელია.
აქ მე მაგალითები მაქვს, როგორ უჭირთ.
როგორ არ ემართებათ ხელი. წვალობენ. ხანდახან
ვუბრაზდები. მერე მეცოდებიან.
რა ვიცით. ყველას თავისი
დრო აქვს უფალთან მიახლოებისა, ყველას თავისი
ჯვარი აქვს საზიდი.
მსაჯული უფალია. მე რა უფლება მაქვს.
განსჯის ნაცვლად უნდა მივუთითოთ ალბათ.
ვასწავლოთ სწორი გზა.

 


№10  offline წევრი თენგუ

მართლაც სასიამოვნო კოლექტივია.
აქ უნდა გამომეხატა მოწონება და
იქაც წამიცდა თითი.

 


№11  offline წევრი თენგუ

ნოდ... გრ... მამ... ესენი ჩემი
მაგარი სულიერი მეგობრები.
თქვენ ჩემი უპირველესი სულიერი
და- მეგობარი. ამას ემატება ის რომ
უბრალოდ, მესიმპატიურები ძალიან(
მგონი ჩვეულებრივი ნორმალური
ფაქტია) და ვოცნებობ თქვენთან ერთად
ცათა სასუფეველში შესვლაზე.
ესაა ჩემი დღევანდელი თქვენდამი
დამოკიდებულება.
რამეს ხომ არ ვამლაშებ????????????

 


№12  offline წევრი თენგუ

შვილიშვილები ჩვენი მაცოცხლებლები
არიან.
გვირილები კი ჩვენი ძალიან მაგარი
მეგობრობის სიმბოლოები

 


№13  offline წევრი თენგუ

გიორგი აქ რომ ჩამოვიდა მეოთხე სტადია
და უკანასკნელ მდგომარეობაში იყო
ორ წელ ნახევარი ხომ ვაცოცხლეთო
ექიმს უთქვამს.
სულს ებრძოდა, სასწაულად მოიხედა
ორი დღით და დღეს გარდაცვლილა.
ღმერთმა ნათელში დაუმკვიდროს.
არ იფიქროთ რომ ჩვენი თხოვნა
ქრისტესადმი უკვალოდ გაქრეს.
პაწუა თეკლამ მოიხედა. რომ
დავრეკე უკვე კისკისებდა ბავშვი.
მთავარია დაურეკეს ღვიძლის
გადანერგვის ცენტრიდან და 7-9
იანვარს პარიზში გადაწყვეტენ მის
საკითხს.
მაშ უფალმა შეისმინა ჩვენი და არა
მარტო ჩვენი ლოცვა. მადლობა
უფალს.
ნინო მძიმედაა. ფიქრობენ საქართველ
ოში წამოყვანას.

მადლობა შეწევნისთვის

ძალიან მენატრებით ყველა.
ვლოცულობ თქვენზე.

@@@@@@@@@@@@@@@@@#@@@@@@@@@@@@@@

გიორგი 16 ში დამძიმდა. სანამ დამძიმდებოდა მუღლესთვის უთქვამს მე ახლა მივდივარო, მაგრამ კიდევ დავბრუნდები და ცოტა ხნით კიდევ გაგაწვალებო.
მაშინ ვერ მივხვდიო, ახლა გამახსენდა მისი ნათქვამიო.
(მაგარი მორწმუნეები იყვნენ ორივე)17 ში დილით ექიმმა მის მეუღლეს უთხრა
ერთ საათს ვერ გაატანსო.
სულს ებრძოდა.
საღამოს 18.00 საათთან ცნობიერება დაუბრუნდა, თანდათან მოიხედა. ყველას
ელაპარაკა. საქრთველოშიც.
ორი დღე კარგად იყო. ექიმები
დაიშოკენ, ასეთი არ მომხდარაო.
ჩვენგან დამოუკიდებლად მეუღლე
და სხვებიც ლოცულობდნენ და
აი ხილული სასწაული.
ჩვენ 17 ში 8 საათზე დავიწყეთ და
გჯეროდეს რომ ჩვენი დიდი წვლილიც არის ამ საქმეში.

 


№14  offline წევრი თენგუ

ზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზ
როგორც იქნა შეხსნეს ბავშვს ყველა
გიბსი.
მოვისვენეთ მთელი თვე ბავშვიც და
ჩვენც დაძაბულები ვიყავით.
ვნახოთ რა იქნება შემდეგში.
თქვენი ამბავი მაინტერესებს ძალიან.
მესენჯერი მაწვალებს.

ამ ნინოს საქმესი ვერაფერი გავიგე.
მისი ნათესავი გაესაუბრა ექიმებს
და ირკვევა რომ ქიმიის გაკეთება
შესაძლებელი ყოფილა, მაგრამ
თავს იკავებენ ექიმები....
პირველ ქიმიის შემდეგ სისხლი შეუშუპდა რამაც კრუნჩხვები
გამოიწვია. ეს კერა ვერ მოძებნეს
და მეორე ქიმია ამიტომ ვერ
გარისკეს.
არა და გარდაუვალ სიკვდილს რისკი ჯობდა.
მე არ გამაკარეს საე

ამ ნინოს საქმესი ვერაფერი გავიგე.
მისი ნათესავი გაესაუბრა ექიმებს
და ირკვევა რომ ქიმიის გაკეთება
შესაძლებელი ყოფილა, მაგრამ
თავს იკავებენ ექიმები....
პირველ ქიმიის შემდეგ სისხლი შეუშუპდა რამაც კრუნჩხვები
გამოიწვია. ეს კერა ვერ მოძებნეს
და მეორე ქიმია ამიტომ ვერ
გარისკეს.
არა და გარდაუვალ სიკვდილს რისკი ჯობდა.
მე არ გამაკარეს საერთოდ საქმეს,
ცოტა უცნაურად იქცევიან.
ახლა აქედან გამოწერა იქნებოდა?
თუ ასე იყო საქმე?
საერთოდ სხვა ინფორმაცია მქონდა.
ხვალ მოფრინავს საქართველოში
მოყვება მეგობარი. მანდ რა ვიცი
რა ვიცი...

 


№15  offline წევრი თენგუ

დიდება უფალს

მადლობა. შენ ჩემი მაგარი მეგობარი ხარ

 


№16  offline წევრი თენგუ

აღარ მახსოვს შეიძლებ დავწერე
ადრე, მაგრამ არა უშავს.
ჩვენს ქვეყანას ძალიან სქელი
ნისლი აწევს, რაღაც მაჯლაჯუნა
აზის ზემოდან.
სულ დაძაბული ხარ იქ. სულ
უარყოფითი ემოციები. ფიქრის
დროც არ გრჩება წესიერად.
ჩამოვედი თუ არა აქ რაღაც დიდი
სიმსუბუქე ვიგრძენი.
ბევრი პრობლემა მომეხსნა
და ბევრი დრო დამრჩა ფიქრისთვის.
ლოცვისთვის
უფალთან ურთიერთობისთვის.
ამიტომ გადიან უდაბნოში
ალბათ ბერები(აქ ალბათ საჭიროც არ
იყო), იქ ხომ აბსოლუტურად
თავისუფალი
ხარ ხელის შემშლელი პირობებისგან
. საუბრობენ
უფალთან და ბედნიერები
მაღალ სიმაღლეებს აღწევენ.
საბჭოთა დროს რომ ვიყავით
დაცულნი და უდარდელნი,
დაახლოებით ისეთი სიტუაციაა
აქ ახლა.
კომუნისტებს რომ ღმერთი
შემოეშვათ ჩვენამდე ჩვენ ხომ
ბედნიერები ვიქნებოდით,
ისინი კი დღესაც იქნებოდნენ
სათავეში.
რაც უფრო მეტს ურთიერთობ
უფალთან, მით უფრო გინათდება
გონება,
უფრო მეტ სიამოვნებას იღებ და
მეტი დრო გინდა დაჰყო ლოცვაში.
აქ მე შემიძლია ვთქვა, რომ ცოდვებიც
შევიმსუბუქე, მადლობა უფალს.
ცოდვებს რა გამოლევს, მაგრამ
ყოველი ცოდვის მიტოვების
შემდეგ მნიშვნელოვნად მიიწევ
წინ და მეტ სიკეთეს გრძნობ
უფლისგან.
საქართველოში დიდი გმირობა
გმართებს. როგორ უნდა გაერიდო
ამდენ უარყოფით
ამბებს, ყვავივით რომ ჩაგჩხავიან
აქეთ იქიდან.
განწყობა ხომ უნდა ლოცვას,
უფალთან ხომ უნდა მიიტანო.
ლოცვის დროს სითბო თუ არ ჩაგეღვარა
სხეულში, მცირე სიყვარული მაინც თუ
არ იგრძნე
უფლისადმი და აღტკინება
თუ არ დაგეუფლა . ეს ყველაფერი
გამოგვაცდევინოს
უფალმა.
ჩვენ წმინდანები არ ვართ და
ხანგრძლივად ამ ნეტარებაში
ვერ ვიქნებით, მაგრამ ნაპერწკალიდან
ჩნდება ცეცხლი.
ამასაც გეტყვით, რომ აქ მე
რაღაც პატარ პატარა სასწაულების
ჩატარების უნარიც(უმნიშვნელო მაგრამ
ჩემთვის მნიშვნელოვანი, ბევრს
მამხნევებს) შევიძინე. მადლობა უფალს.
ეს უფრო გამხნევებს და წინ
გიბიძგებს.
მე მწამს, ახლა უფრო, რომ ღმერთი
დაუშვებს ჩვენს ქვეყანაზე სიმშვიდეს
და უსაფრთხოებას და ერთად დადგება
ლოცვად მთელი საქართველო,
შეღაღადებს
უფალს და მოხედავს ღმერთი
თავის ხალხს.

 


№17  offline წევრი თენგუ

რატომ მებუტება მეგობარი?
რამე ზედმეტად მოვიმოქმედე?
ზედმეტად ვიაქტიურე ალბათ???

მგონი ქვეყანა მე არ დამიქცევია.
არა და როგორ უხდება ღიმილი???

 


№18  offline წევრი თენგუ

@@@@@@@@@@@#########$$$$$$$$$$
&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&,,&
საკმარისია შემოგთავაზოთ არა
ორდინარულ ფაქტებზე
საუბარი და მაშინვე გარიყული
ვარ ყველასგან და ყველაფრისგან.
რა ხდება?
არ შეიძლება ერთ ჩვეულებრივ
უბრალო ადამიანს არაჩვეულებრივი
ამბები შეემთხვეს?
რას მერჩით? მე არ ვიტყულები.
ეს ხდება ამჟამად ჩემს თავს.
იმ ჟამად შეიძლება აღარ მოხდეს.
მაგრამ ახლა საკვირველი რამეები
მოხდა და
ხდება ჩემს გარშემო და რომ
ვყვირივარ ამას იმიტომ
ვისჯები?
ვის დავუმალო ან რატომ?
მოძღვარს უნდა ვეუბნებოდე
პირველ რიგში ამ მოვლენების
შესახებ , ვიცი. მაგრამ იმის
რეაქციაც წინასწარ ვიცი და
ამიტომ თქვენ გითხარით.
გინდ დაიჯერთ და გინდ არა.
თუ დიდხანს გაგრძელდა ჩემი
ეს მდგომარეობა ხილულად
შეიძლებ ნახოთ და მერე ხომ
ირწმუნებთ ჩემო საყვარელო
თომაებო???
77777777777
7777777
777
მის თავზე რომ ყანა ღელავს მოლივლივე
მტკიცე შუბლი კინაღამ მთლად დაუფარავს
თვალებს ვეძებ ვხედავ ორ სხივს
მოციმციმეს
მხურვალებას წამწამები დაუნამავს.
მოგონებამ სულში სითბო ჩამიღვარა
მინდა ვალი დავუბრუნო საკადრისად
ბევრი ტკბილი დღე მაჩუქა მეგობარმა
რა ვიღონო რა მივუძღვნა
სადარისად

 


№19  offline წევრი თენგუ

@@@@@@
@@@@@@@@@
@@@@@@@@@@@@@@

სერიოზული გოგოშკა გყავთ.
ღმერთმა კარგი გოგო გაზარდოს

@@@@@@
@@@@@@@@@
@@@@@@@@@@@@@@

სერიოზული გოგოშკა გყავთ.
ღმერთმა კარგი გოგო გაზარდოს

 


№20  offline წევრი თენგუ

შაბათ კვირას სტუმრიანობა გვქონდა
საქართველოდან გვესტუმრენ.
ძალიან მაგარი შთაბეჭდილებებით
წავიდნენ.
პატარძალივით გალამაზებულია ქალაქი
გიდობა არა უშავს გამომივიდა.
მობრძანდით ბატონებო, გიდი უფასოდ.

რაღაც ძალიან დიდ უკმარისობას
ვგრძნობ.
ნეტავ რატომ???

 


№21  offline წევრი თენგუ

აქ დევნილობაში ყოფნას ერთი
დადბითი აქვს. ასეთი მონატრების
შეგრძნება მანდ არ მექნებოდა.
ყველა მენატრებით და მიყვარხართ
შობა ახა წელს გილოცავთ...

აქ დევნილობაში ყოფნას ერთი
დადბითი აქვს. ასეთი მონატრების
შეგრძნება მანდ არ მექნებოდა.
ყველა მენატრებით და მიყვარხართ
შობა ახა წელს გილოცავთ...

არაფერს ჩემო ძვირფასებო.
@@@
31 ში ჩვენმა სოციალებმა დაგვირეკეს
სასწრაფოდ მოდითო. მივედი. პროდუქ
ტები მოგვცეს საჩუქრად. აღარც
გვინდოდა მაგრამ უარიც შემრცხვა და
წამოვიღე.
რომ მოვდიოდი მადლობა ღმერთო
ყველაფრისთვის და კარგი სტუმარიც
მინდა ახლა მეთქი.
აქ ქუთაისლები არიან. ერთი მამით
სომეხია, მეუღლე ჩამოიყვანა მძიმედ
ავად და აქ გარდაეცვალა. საქართვ
ელოში მკურნალობაში ყველაფერი
გაყიდა ეტყობა. აღარ დაბრუნდა
და არის აქ.
მეორეს აფხაზი ცოლი ყავდა, იქ
გადადიოდა ხოლმე მიშამ ჯაშუშობა
დააბრალა ოთხი წელი ჩასვა. ციხეში გადახდენილ სასწაულ ამბებს ყვება. ინფარქტი მიიღო
სპორტენია გულმა გაუძლო.
სამი დღე ექიმი არ მიუყვანეს იქნებ
მოკვდესო. ორ კვირაში ვარჯიში
დაიწყო . მერე გაართულა ვარჯიშები და ორი წელი ამით
იცოცხლა. რომ გამოვიდა ოპერაცია
გაუკეთეს.
ესენი

თანაკლასელები და მეგობრები არიან.
აქ კიდევ თანაკლასელები ვართ.
ერთად ვსწავლობთ ფრანგულს.
კაი ტიპები არიან. ერთი დათვივით
არის და დინჯია. სომეხი პატარა
და შუსტრი.
ბინა ვერ მიიღეს და მანქანაში
ძუგძუგობენ.
- სახლში რომ მივედი მეუღლემ
გაიხსენა ისინი სად არიანო.
სასწრაფოდ დავურეკე.
სომეხმა მიპასუხა, როგორ ხართ მეთქი , აქ ვართ მანქსნაშიო.
ლაპარაკი მესმოდა ტელეფონში.
დათვი ყვიროდა ვიყინებით ვიყინ
ებითო.
სასწრაფოდ ჩემთან გამოცხადდით
მეთქი. ამ ღამ მაინც დაიძინებთ თბილად მეთქი.
ჯერ შეიხათრეს რომ დავაძალე კი ბატონოო,
ორი საათი აკლდა ჩვენი დროით
ახალ წელს გამეხარდა საქართველოს დროით შევხვდები
მეთქი სტუმრებიანად.
სანამ ჩემამდე მოვიდოდნენ
ათასი ფათერაკი შეხვდათ გზაში.
ბოლოს ტრამვაი აღარ დადიოდა
და ფეხით მოვიდნენ. ფრანგულ
ახალ წელს ძლივს მოუსწრეს.
ნასვამები. სასაცილო დასანახები
იყვნენ დათვი და მელა. მელაც არ ეკუთვნის კაი ბიჭია. სომხობისა არაფერი ეტყობა. სულ იკრიჭება.
მადლობელი ვიყავი უფლისა
სტუმარი მომივლინა ახალ წელს.
აქ ყველა სახლებში შეხვდნენ.
ერთი კახელი მპატიჟობდა არც მე
წავედი. ამან შემოდგომაზე ქალაქ გარეთ ყურძნის ზვრებში ნა-ძებარაზე იმდენი ყურძენი მოაგროვა ორას ლიტრამდე ღვინო
დააყენა. ერთ ოთახში ცხოვრობს
სად დაატია ეს ჭურჭელი არ ვიცი.

 


№22  offline წევრი თენგუ

გვირილებს ამაღლებულ ხასიათზე
მოვყავარ...

მადლობა თქვენ ყველას რომლებიც
ავსებთ ჩემს მარტოობას

 


№23  offline წევრი თენგუ

@@@@@@@@@@@@@
@@@@@@@@@@@@@@@@
@@@@@@@@@@@@@@@@@#####

"რა თქმა უნდა, სახიერი ღმერთი
ჩვენი ეპოქის თავისებურებებსაც
გაითვალისწინებს, იმ პირობებს,
რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება
და ჩვენგან ყოველივეს მასთან
შესაბამისობაში მოითხოვს. და თუ
ჩვენ სულ მცირე ღვაწლს მაინც
აღვასრულებთ, უფრო მეტად
დავჯილდოვდებით, ვიდრე ძველი
დროის ქრისტიანები."
--- მამა პაისი.

თბილი მინდა გითხრა რამ
ხომ ასე შორს ვართ. ერთი წამით ერ.თად ვიყოთ . თბილი სიტყვებით გავათბოთ ერთმანეთი.
არაფერი არ დაგ ვაკლდება ამით. პირიქით გავწმინდავდებით
ცხოვრების ხალისი მოიმატებს
უფრო შევიყვარებთ ერ
მანეთს. მოყვასის სიყვარული
ხომ ღვთის სიყვარულს უტოლდება.
ჩავთბებით ჩავტკბებით გულები
გაგვითბება.
ღმერთო შენი ყურადღება არ
მოაკლო ჩემ საყვარელ ადამიანებს.

 


№24  offline წევრი თენგუ

ამ შობის ღამეს რას ვინატრებდი?
თქვენთან ერთად ყოფნას. და კიდევ
უდიდესი სიამოვნებით მოვუსმენდი
ჩემი საყვარელი ადამიანების ნამღერ
ქრისტეშობის სიმღერას

ამ შობის ღამეს რას ვინატრებდი?
თქვენთან ერთად ყოფნას. და კიდევ
უდიდესი სიამოვნებით მოვუსმენდი
ჩემი საყვარელი ადამიანების მიერ
შესრულებულ
ქრისტეშობის სიმღერას

@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@

 


№25  offline წევრი თენგუ

ჩათვალეთ რომ თქვენი სიმღერის
თანხლებით ტკბილად ჩამეძინა

 


№26  offline წევრი თენგუ

დაისვენე ჩემო კარგო, დიდხანს არ
გძინავს

ძნელია უყურო გაუბედურებულ ხალხს.
დედას, რომელსაც ყოველდღე ცრემლი
აქვს თვალზე. რა ცეცხლი ტრიალებს
მის გულში. ამდენ უსასოო ხალხს.
ძალიან მინდა რაღაცით დავეხმარო
გავამხნევო მაინც. მერე გამხნევება
რა კარგად მოქმედებს.
ერთმა ხნიერმა ქალმა მითხრა, შენ
რომ მითხარი მაგრად დადექიო
შევასრულე და არ მეგონა მყარად
თუ დავდგებოდი ფეხზეო.
ლოცვა მაინც შემიძლია ამ ხალხისთვის
და ამას როგორ დავამადლებ.
ნეტავ ჩემ ლოცვას ძალა ქონდეს და.
მიხარია, შენსავით პატარა სიკეთეს
ვაკეთებ გაჭირვებულებისთვის.
მენატრებით, ძალიან გაფასებთ...

 


№27  offline წევრი თენგუ

საღამო მშვიდობისა.
ღმერთს ყოველდღე ვავედრებ თქვენს
თავს.
აქეთ მდგომარეობა სტაბილურია მაგრამ
დაძაბული და პრობლემებით სავსე.
ღვთის იმედად ვართ. ვნახოთ რა იქნება.
ბავშვი ნელ ნელა წინ მიიწევს.
სპეც სკოლები გადაჭედილია. კარგა ხანს
მოგვიწევს ალბათ ლოდინი.
ერთს ოპერაციას უკეთებენ და დაგვიძახეს
დროებით ერთი ორი თვე იქნებ აიყვანოს
სკოლამ.
გასინჯეს ბავშვი და მოეწონათ.

 


№28  offline წევრი თენგუ

ძალიან საყვარელია თქვენი მარიამი

 


№29  offline წევრი თენგუ

აუცილებელი არ არის ჩვენს
ურთიერთობებში მანდამაინც სხვა
რამ ვიფიქროთ.
მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.
ყოველი თქვენი სიტყვა ჩემთვის დედის
იავნანა რომ მოქმედებს ბავშვზე,
ისე მოქმედებს(დაძინებას არ
ვგულისხმობ).
მამხნევებ და კეთილის ქმნისკენ მიბი
ძგებ.
ამიტომ ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავ...
@@@@@@@@@@

დიდი ხანია მიკვიატებს ერთი აზრი
ერთმანეთს თქვენობით მივმართავთ
ადამიანები.
ღმერთს კი შენობით მივმართავთ!!!???

 


№30  offline წევრი თენგუ

@@@@@@@@
@@@@@
@@@
კაცმა ღმერთი მონათლა
გამობრწყინდა სამება
უკვდავება მომადლა
საპასუხოდ კაცს ღმერთმა.

მან ჩვენსავით იცხოვრა
ჭამდა სვამდა მამებთან
მეგობარი იგლოვა
დაითმინა წამება

უხაროდა ტკიოდა
წყურვილს შიმშილსაც გრძნობდა
სისხლთან წყალიც დიოდა
ღმერთი იყო კაცობდა

გვითხრა ღვთის დანაბარი
მოგვცა შანსი ცხონების-
ცოცხალს მკვდარს თანაბარი
ნუგეშინი მოგველის

თავი ვერ დაიმცირეს
ძველი რჯულის მოძღვრებმა
ღმერთის არ დაიჯერეს
ეშმაკს უქეს მოძღვრება

აწამეს არ დაინდეს
ღმერთკაცს რა არ აკადრეს
წილი ჰყარეს გაიყვეს
სამოსელი გახადეს

დედამიწა რას უძლებს
აღარ არის ატანა
რამდენს უფლის ქმნილს უძღებს
სულში უზის სატანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent