სურათის ჩარჩო
წარმოსახვაში კედელზე,დავკიდე სურათის ჩარჩო. შიგ მოვათავსე შენი სურათი, მოგონებებით,კადრებით ძველით. ყოველდარიურად დაკვირვებისას,შენ მე მიყურებ და მეც ეგრევე ვეძებ შენს თვალებს, მასში არსებულ ნათელ ვარსკვლავებს... და აი უცებ შენ გაიღიმე,მე დავიჯერე ეს იყო ჩემთვის, მერე ვეძებე შენი ხელები,იქნებ მოწოდებ ისევ, და მერე მივხვდი ამაოდ თურმე... სურათის ჩარჩო შევღებე თეთრად, შიგ დავუმატე მწვანე ფერები, კუთხეში სადღაც შავი ლაქაა, ეს ის წლებია შენ რომ დაგკარგე.... შუაგულია მწვანე,ყვითელი,წითელი ტონი, მწვანედ შენ ჩანხარ, რადგან გიყვარდი,ყვითელი მე ვარ ვარ... თუმცა მიყვარდი... წითელი?გზები,შენგან მალულად გატარებული... როცა ძალიან მომენატრები მე ვაკვირდები ჩარჩოს ფერებში. და,გეძებ...ვეძებ მე ისევ ლანდებს.... ყოველდღიურად ვათეთრებ ჩარჩოს,რომ არ გაშავდეს, რომ არ მომპაროს შენი ღიმილის... შენი ხელების... შენი თვალების ლანდიც.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.