დაღამებიდან გათენებამდე
დაღამდება და გაიღვიძებს ყველა ნაღველი, გრძნობები არის ჩემი ცხოვრების დიდი მთა-ველი. მე სიყვარულის ბორცვებს, გორაკებს კვლავაც აქ ველი, გული ვერ გიტევს, პატარაა ვით შენი მტკაველი. დაღამდება და გაიღვიძებს დარდი, ვარამი. მარტოობისთვის აღარ მექნება ეს სამალავი. მე კვლავ მექნება ფურცელი და ხელში კალამი, გვერდით იდგება ეს სასიკვდილო ეს საწამლავი. დაღამდება და გაიღვიძებს სიკვდილზე ფიქრი, უიმედობით მომეცხობა ამ გულზე ჩირქი. და მე ვიფიქრებ გათენდება თუ სიკვდილთან ვივლი, ვიცი ერთი, რომ შენ მხოლოდ ჩემკენ მაგ ტყვიებს ისვრი. დაღამდება და კვლავ გაიღვიძებს ყველა ვინც მე მგავს და მე არავის გავახსენდები ვინც ვფიქრობ მე მყავს. ცოდვანარევი ამ სიყვარულის ჩემს გარდა ვის სწამს?! ეს სიყვარული კვლავ უკან დამდევს, მუდამ გულს მიკლავს. გათენდება და კვლავ გავუდგები ჩემს გზას სკოლისკენ, მე კვლავ ვერ წავალ ჩემი უცვლელი სიყვარულისკენ. მუდამ მივიწევ ამ გულ-გონების დიდი ომისკენ, მე სულ მივდივარ იმ ერთადერთის, იმ ფარულისკენ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.