შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და ათეისტად ქცეული მას თუ დასჭირდა ილოცებ


17-11-2018, 13:37
ავტორი luana
ნანახია 1 521

სასწაულია გიყვარდეს ისე ძალიან ის ერთი,
რომ დაივიწყო ამ ქვეყნად ყველა ედემი და ღმერთი.
სასწაულია იწამო, რომ მის გარეშე ვერ გაძლებ,
და ათეისტად ქცეული მას თუ დასჭირდა ილოცებ.

არ ვიცი, რისთვის ვიცოცხლო
თუ არა შენი გულისთვის.
ვერ ვხვდები, რა შევიყვარი
თუ არა შენი ღიმილი.
და რატომ უნდა მინდოდეს
ამ ქვეყნად ყოფნა დარჩენა?
და მაინც, რატომ მიღირდეს
მე ამ ტკივილის გაძლება?
თუ არა შენთვის ძვირფასო,
თუ არა შენი სულისთვის,
სხვა რისთვის უნდა ვიცოცხლო
სხვა განა რისთვის მოვედი?

სასწაულია უბრალოდ შენ ნახევართან შეხვედრა
მისი გულის ხმის მოსმენა, მისი ტუჩების შეხება.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ღრმა შინაარსს ესწრაფვოდა,
სად წავიდაა.. რა გაექცაა..
ლამაზი და კოხტა ლექსი,
ასორტად რომ გადაექცაა..

რა სჯობია ლამაზ ლექსებს,
სტროფი სტროფს რომ გადაებას,
თანაც როგორ ლექსებს მერე,
ცხელ-ცხელს.. ახალ ნაპაემნარს..

ოხშივარი ასდით ტუჩებს,
ეკიდებათ ჯერაც თრობა,
ვერ გავიგეე.. რად ასწორებს
ამ მომენტში ღმერთის გმობა?!

რომ ღმერთია სიყვარული,
რაღას ეტრფი უიმისოდ,
რა პონტია, შეყვარებულს,
რომ უწოდო უსინდისო..

მაგ გულში რომ ღმერთი სახლობს,
თუნდაც როცა ირგვლივ ბნელა,
განა არ გსურს, იქვე, ახლო..
გრძნობით თრობა ნელა ნელა?!

ვერ ვიგუე რაღაც ლექსის,
მინაწერი, შურის დარად,
თვით სიყვარულს ჩირქი სცხო და
გულში დანა გაუყარა..

გამოსულხარ აივანზე
ახლაც, ისე იღიმები,
თორი გეცვას თითქოს ტანზე,
დააცვდება ლექსს კბილები..

მაგრამ ჩემი ღმერთი ყველგან,
ყველაფერში ჩუმათ სახლობს,
დატკბი, როცა გინდა, მაგრამ
მეტად ხელი აღარ ახლო..

 


№2  offline წევრი luana

ლაზარე 13
ღრმა შინაარსს ესწრაფვოდა,
სად წავიდაა.. რა გაექცაა..
ლამაზი და კოხტა ლექსი,
ასორტად რომ გადაექცაა..

რა სჯობია ლამაზ ლექსებს,
სტროფი სტროფს რომ გადაებას,
თანაც როგორ ლექსებს მერე,
ცხელ-ცხელს.. ახალ ნაპაემნარს..

ოხშივარი ასდით ტუჩებს,
ეკიდებათ ჯერაც თრობა,
ვერ გავიგეე.. რად ასწორებს
ამ მომენტში ღმერთის გმობა?!

რომ ღმერთია სიყვარული,
რაღას ეტრფი უიმისოდ,
რა პონტია, შეყვარებულს,
რომ უწოდო უსინდისო..

მაგ გულში რომ ღმერთი სახლობს,
თუნდაც როცა ირგვლივ ბნელა,
განა არ გსურს, იქვე, ახლო..
გრძნობით თრობა ნელა ნელა?!

ვერ ვიგუე რაღაც ლექსის,
მინაწერი, შურის დარად,
თვით სიყვარულს ჩირქი სცხო და
გულში დანა გაუყარა..

გამოსულხარ აივანზე
ახლაც, ისე იღიმები,
თორი გეცვას თითქოს ტანზე,
დააცვდება ლექსს კბილები..

მაგრამ ჩემი ღმერთი ყველგან,
ყველაფერში ჩუმათ სახლობს,
დატკბი, როცა გინდა, მაგრამ
მეტად ხელი აღარ ახლო..


“შენი ღმერთი” მეც კი მიყვარს,
უიმისოდ მეც ვერ გავძლებ,
მანვე იცის მე ეს გრძნობა
როგორ ძლიერ შევიყვარე.
ის გამიგებს და მიხვდება
ამ ლექსში რაც ვიგულისხმე,
მაპატიებს, რომ ეს ბიჭი
სულზე მეტად შევიყვარე.

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

იიი ჩაქრი შენა laughing

 


№4  offline წევრი luana

ლაზარე 13
იიი ჩაქრი შენა laughing


ეჰ ჩამქრალი ვარ

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

luana
ლაზარე 13
იიი ჩაქრი შენა laughing


ეჰ ჩამქრალი ვარ


ბატარეა როცა ჯდება, მას ცვლიან. შენც იმავეს გირჩევ.
დამიჯერე, ვიცი რაოდენ რთულია, მაგრამ ადამიანიც იმიტომ ხარ რომ შეძლო blush

 


№6  offline წევრი luana

ლაზარე 13
luana
ლაზარე 13
იიი ჩაქრი შენა laughing


ეჰ ჩამქრალი ვარ


ბატარეა როცა ჯდება, მას ცვლიან. შენც იმავეს გირჩევ.
დამიჯერე, ვიცი რაოდენ რთულია, მაგრამ ადამიანიც იმიტომ ხარ რომ შეძლო blush


❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი sweetgirl

Dzalian momwons sheni leqsebi ❤️❤️❤️

 


№8  offline წევრი luana

MariamChiokadze
Dzalian momwons sheni leqsebi ❤️❤️❤️


მადლობააა ❤️❤️ ძალიან გამახარე ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent