იყო სადღაც ეგვიპტე...
წყლით სიცოცხლეშთაბერილ შლამით მორთულ ველებში, ოაზისის ჩრდილნარში ანტილოპამ გასწია, ამ კურთხეულ მიწისთვის ამონი და ზევესი მტრობდნენ ერთურთს.. მეკობრეს ეგვიპტელმა დასძლია.. ბევრ ლეგენდას ინახავს სიყვითლეში ქაოსი, აქ ოდესღაც ბრწყინვალე დინასტია ისვენებს, ეგვიპტელებს ძვირფასი ტანთ ემოსათ ფალოსი და არ უმუშავიათ არასოდეს შიშველებს.. რომ შორეულ ეგვიპტის აყვავებულ მინდვრებში დიდ ამონის შვილები არ დარბოდნენ ფეხშველა სულით სუფთა ბავშვები, სულით სნეულ მდიდრებში თვით ქურუმებს მიჰყავდათ ფარაონთა საშველად.. და ბრძენ ერის მამას რომ, მართლაც ზეცის მეუფეს, უმიზეზოდ შვილები გაუწირავს არასდროს, როცა სცადეს ღმერთისთვის ბავშვის ნატვრის შეწირვა ამ საზიზღარ შეცდომას ღმერთის რისხვამ დაასწრო.. ადგა ტახტრევანიდან, ღმერთის შვილი სნეული, ზეაღმართულ სამსხვერპლოს გადახედა უშიშრად, მამის მადლით მოსილმა თვით მზის შვილმა სნეულმა მკრეხელთ გადმოუვლინა საზარელი მიწისძვრა.. თუ უფლის შვილს ჯერ კიდევ ქრისტეს დაბადებამდე, უსუსური ბავშშვების მისთვის მსხვერპლად შეწირვა, არ სურდა და მიწისკენ თვით მზის ხელის მომკიდემ ციდან ჩამოიხედა.. ბავშვს რად უნდა ეტირა?! არრა იცით ეგვიპტელ პატრიოტთა წუხილი ან ფარაონთ შვილობა უფლის როდი წარსტაცეს, რომ შორეულ წარსულის მოგუდული გუგუნი, დაამცრეს და გაჭორვით დაამგვანეს განაჩენს?! ვისაც ახრჩობს ეგვიპტის დოქტორობის სურვილი, ანდაც თავი საკითხში განსცავლული ჰგონია, რომელ ფარაონზე მაქვს, თუ ვერ მეტყვით დანარჩენს, საუბარი.. მითხარით, თუ არ ჰყავდა გგონიათ? და თუ თქვენ არ გეშინით გამოვლენა სწავლების, და თვით პირამიდების სული ჯაჭვად გაცვიათ, აბა მაშინ მითხარით, ბნელი დაუუურვავი, პირველმა ფარაონმა რითი გამოამწყვდია?! თუკი ესეც არ იცით, არ ვიკითხავ დანარჩენს, ლეგენდაა ეგვიპტე.. დაცემული ოდესღაც, სანამ ღვთის შვილს მძინარეს, გამოუტანთ განაჩენს, ყური უგდეთ, რაც იცით, სადმე ხომ არ მოგესმათ?! "მოხუცო მისანო, დიდო ჯადოქარო, უსმინე ვარსკვლავის ხმას, ამ ღამით რომ იშვა ჩვილი ყრმა, პაწია, ბედი რას უმზადებს მას?!" ძველეგვიპტური შელოცვა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.