შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კვდებოდა ერში - ა დ ა მ ი ა ნ ი!


29-11-2018, 13:00
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 557

მე შენს ხელებში სიკვდილი მინდა..
დამდე პატივი.. მოდი.. გეძახი..
შეირყვნა.. მერე რა მიწა.. წმინდა!
გაბერწდა, სულო და.. რა ვენახი...

მოდი, დამეცი როგორც ხანჯარი,
ოღონდ ამ სირცხვილს მეტჯერ ნუ მაჭმევ,
ღვთისმშობლის მიწა, როგორც საკლავი,
ჩვენმა მამებმა მიჰყიდეს ჩარჩებს..

თავს დაიბურე თეთრი მანდილი,
ცოდვა წარსულის წამოგვეწია,
რად გვინდა მათი ლოცვა-წანდილი,
როცა დაცემულთ სულში გვესვრიან..

მოდი, ყამარო, დაჰსხენ ძუძუნი,
დაე მივეცეთ გადავიწყებას,
რომ ვერაფერში ვერ გაგვიცვალონ,
არდათმობილი ჩვენი ღირსება..

ჩაიცვი თალხი, სამშობლოვ, ჩემო!
სირცხვილი ბანზე დროშად გაჰკიდეს,
სანამ ჩვენც გახრწნას ავუღებთ გემოს,
მოდი.. დამაკვდი.. სანამ გაგვყიდეს..

გვედრებ ლაშარის წმინდა გიორგი..
მამას სიკვდილი შვილის აუწყე,
მძიმედ.. მწუხარედ.. ფრთხილად.. მშვიდობით..
კვლავ მთელ მსოფლიოს რომ არ გაუწყრეს..

თვალთ უბნელდება თავისუფლებას,
გული დაცემულ რწმენას მიჰკივის,
თავად მივეცით თავს ჩვენ უფლება,
გადაგვარების შემდგომ სიცივის..

მე შენს ხელებში სიკვდილი მინდა..
გადავიტანო იქნებ დავრდომა,
თუ ზეციერი ინებებს წმინდა,
იქნებ შევესწრო ერის აღდგომას..

რისთვის შევმუსრეთ მახვილით მტრები,
რად არ გაექცა ჩვენს ცხენს სადავე,
რომ ვალმოხდილნი მეორედ ვკვდებით,
ბარემ გვითხარით ლექსად აქავე...

მომენატრება შენში სიკვდილი,
თუმცა სურნელი შენი არ მახსოვს,
პატივაყრილი.. სასომიხდილი..
ვეჭვობ, რომც ვიცნო, ვეღარ დამათროს..

რად ჰგუობს პირი, მიწით მდუმარე,
რად დალპა ბნელში ჩემი ისრები,
რომ ავაკივლო აწმყო მდუმარე,
ჩემს სამაჩაბლოს რად სდის სისხლები..

გაჰქრა იმედი.. ჩაკვდა.. დაბნელდა,
ან თუ ღმერთს არა, აწ მკვდრის აღდგენა,
ან ვისღა ძალუცს.. როგორ დანებდა..
კერა მშობელი ექცა განგრენად..

შორს.. გამყიდველთა ბილწი ხელები!
შიმშილი გვკლავდეს.. უწყლოდ გვახრჩობდნენ,
ვიდრე სიხარბით განახელები,
ნაქართველარის ძღვენი გვარჩომდეს!

გაჰქრა ის ცრემლიც.. როგორც ღიმილი..
გაჰქრა მომაკვდავ შენი სახიდან,
სულო ქართულო, ერს რომ მიზრდიდი,
ორივე ერთად წავალთ აქედან...



№1  offline წევრი jinjeri

აი ძალიან მაგარი იყო. შეიძლება, რომ გავავრცელოთ?! ავტორის მითითებით რათქმაუნდა!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

i want
აუუუ ^^ ძალიან მაგარი იყოო, ბრავოოო


დიდი მადლობა, მოხარული ვარ რომ ასე მოგეწონათ... ძლიერ ვეცადე :)

jinjeri
აი ძალიან მაგარი იყო. შეიძლება, რომ გავავრცელოთ?! ავტორის მითითებით რათქმაუნდა!!


ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ყოველი ახალი კომპლიმენტი. გაავრცელეთ, მაგრამ ლექსი არის ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე და გთხოვთ, თავი შეიკავოთ რაიმე სახის პოლიტიკური განცხადებების დართვისგან. გმადლობთ რომ კითხულობთ )

 


№3  offline წევრი luana

შენი ხმის ტემბრი არ ვიცი კარგო,
ვერც შენი სახის აღწერას შევძლევ,
მაგრამ შენ ლექსებს ათასში ვიცნობ,
მაგრამ ამ სიტყვებს რა დამავიწყებს.

გაღიარებ
გყვარობ ❤️

 


ოდესმე არსთა გამრიგესთან გიჩივლებ თუ წიგნს არ დაბეჭდავ... მეზიზღება საქართველოს სიტუაცია, რამდენი ნიჭიერი და გენიოსი უნდა იყოს უცნობი და როდემდე.

 


მწარეა? აბა რა გითხრა, კაცი რომ გამოკეთდება მერე რაღად უნდა წამალი. დანაშაული მგონია რომ არ გამოაქვეყნო ეს ლექსები თუ შეგიძლია რომ ეს გააკეთო
ამ საყოველთაო სასერეთში მისწრებაა სწორედაც ასეთი ფერები. უნდა აწყენინო სილამაზის მწყენილებლებს სილამაზის გამოჩინებით. ა ამიტომ ხარ საჩივლელი თუ შეგიძლია და არ აკეთებ. თუმცა ისიც მესმის ნიჭს როგორ ბორკავენ აქ

 


ეგ ვიგულისხმე სწორედაც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent