შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარიაცია "Memento Mori" (ტერენტი გრანელი)


30-11-2018, 07:35
ავტორი sel
ნანახია 1 913

ახლა უკვე სხვა დროა, სხვა ქვეყანა, სხვა გრძნობა,
სულ სხვა ცეცხლი ანთია, სხვა სიმართლე... სხვა ხალხი...
მაისები ქაოსურ სულებს ვეღარ ათბობენ,
შეცდომების დაშვებაც სულ არ არის ახალი.

იბინდება მთაწმინდა, შემოდგომა გადის და
ახლა, როგორც არასდროს ამიტანა სიცივემ,
დღეს ბოლოა ნოემბრის, ამინდებიც გაცივდა
და არ ვიცი რა მელის, ან როდემდის იწვიმებს,

ღამე ისე შავია, უკუნია და ნელი,
რომ უსიტყვო სათქმელის სევდა შემომერია,
სულში ჩაიღვენთება სიამაყე გრანელის,
გული ჩემი, მოკვდავი, ეს memento mori _ ა,

გაირინდა წუთები დროის მღვრიე გუბეში,
გზა დიდია სავალი ვიწრო, ეკალ_ბარდებად,
მე სიკვდილი მომელის და ბალახთა ნუგეში,
ჩემი ძვლებიც ოდესღაც მიწას მიებარება,

როცა დაირაზება სიცოცხლისთვის კარები
და გონება გახდება მსხვერპლი დიდი კვლევების,
ეს დრო, ჩემი მიწაზე ვალად განატარები
შეიცვლება სილურჯით, ზეციური ფერებით...

გაივლიან დღეები, ისევ გულის კარნახით,
რომ ფიქრები ჩემამდე წვეთებს გამოჰყოლიან....
როგორც მეფე_პოეტის და ძლიერი ტალანტის _
ყოფნა დედამიწაზე _ ეს memento mori _ ა.

Selassie



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ტერენტის ვერ შეაქებ..
ქება დამწყებთათვისაა..

ავად ვარ ახლაც, წუხელ ვკვდებოდი,
მე არ მიცნობდა, მოჰკლეს, ზოზია,
გალაქტიონი იყო დემონი
და მასში, ახლაც ანგელოზია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent