შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, შენ, სიკვდილი და სიყვარული


10-12-2018, 00:38
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 9 260

შენ ჯვარს იწერდი სიკვდილზე დიდხანს
და მიღალატე სიკვდილთან კარგო.
მიყვარდი მაგრამ მითხარი იმ ხანს,
სიკვდილთან რომ გსურს ყოფნა სულ მარტო.

შენ ჯვარს იწერდი სიკვდილზე და თან
კვლავაც არ გსურდა მოსმენა ჩემი.
მე სულ ვიდექი შენს მყუდრო სახლთან
და არ მოვიდა აქ ჩემი გემი.

შენ ჯვარს იწერდი სიკვდილზე ღამით
და არ ცოცხლობდი იმედის თვალით.
მე ვსულდგმულობდი შენით და მთვარით
და შენ ჩემს ნათქვამს ჯღაპნიდი კალმით.

შენ ჯვარს იწერდი სიკვდილზე შენით,
მიყვარდი აღუწერელი ენით.
მე ვმოძრაობდი სულ შენსკენ ფრენით
და შენ ამბობდი: "იცი?! ჩვენ ვკვდებით!"

მე ვერ მოგხიბლე ვერც სიტყვის ძღვენით,
ცხოვრებისადმი იყავი წყენით.
ბოდიში, ეს ხომ ჩემი ბრალია,
ეს ყველაფერი კი სიზმარია.

ალბათ ვერ გავხდი ადამიანი
ვის მიმართაც გაქვს უსაზღვრო ნდობა.
ალბათ მე არც ვარ სამართლიანი,
განაგრძე ჩემი სიტყვების გმობა.

შენ ამ სიკვდილზე ჯვრისწერა გსურდა
და ჩემი გული საშინლად ხურდა.
სიკვდილის ძალას შენი სულ შურდა,
შენს სულში ყველაზე ძლიერ ქუხდა.

შენ გადაწყვიტე სიკვდილი, მაგრამ
სულ დაგავიწყდა რომ შემიყვარდი.
სრულად მომიცვა გრძნობათა ტალღამ,
მაგრამ ოპტიმიზმს შენ ვერ იტანდი.

მე შენით ვცოცხლობ და შენით ვმღერი,
მიყვარს შენი თმის სულ ყველა ღერი.
ეგ სურნელი არს ამ გულის ერი,
ეგ პესიმიზმი კი შენი მტერი.

შენ ჯვარს იწერდი სიკვდილზე დიდხანს
და მიღალატე სიკვდილთან კარგო.
მიყვარხარ, მაგრამ იმ დილას სისხამს
მითხარ, რომ ჩემთვის სჯობს დავიკარგო.

მე მხოლოდ ერთს გთხოვ, ერთადერთ რამეს,
რომ დამიჯერო შენ მე ამ ღამეს.
გქონდეს იმედი გრძნობათა ღმერთო,
მიყვარხარ შენ ჩემო ერთადერთო.

გთხოვ გაიღიმე, არ დაიტანჯო,
ტანჯვით ახალი ტანჯვა იწყება.
გთხოვ რომ იმედი არ დაიმარხო
და ყველაფერი კარგად იქნება.

გთხოვ რომ დამშვიდდე, არ დაიკარგო,
იმედი მხოლოდ ასე ირთვება.
ჩემს გვერდით უნდა კვლავ გაიმარჯვო
და ყველა კარგად გარდაიქმნება.

გთხოვ რომ გახსოვდეს და გთხოვ იცოდე,
გრძნობები გულში შენით იჭრება.
და ერთსაც გეტყვი ჩემო სიცოცხლე:
"გულში შენს მეტი სხვა ვერ იქნება!"




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent