შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოიდარებს


13-12-2018, 20:51
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 335

გამოიდარებს! გახსოვდეს ჩემგან,
და დარდს წაიღებს წარსული რთული
შენთან ვიქნები, იცოდე ყველგან
და გთხოვ არ იყო შენ დაძაბული

გამოიდარებს! იცოდე მუდამ,
იცი? ეს მითხრა გრძნობათა გუნდამ.
გრძნობებს ვერავინ შეახებს ხელს,
ერთად შევხვდებით ჩვენ ახალ წელს.

გამოიდარებს! გთხოვ დამიჯერე,
ნდობას სულ არ აქვს ჩვენში იარა.
გთხოვ ამ ფანჯრიდან შენ გაიხედე,
გრძნობამ სიცოცხლე გააპიარა.

გამოიდარებს! შენთან ვიქნები
და არ დაგტოვებ შენ, საყვარელო.
ამ გრძნობათა მთებს შენ დაგპირდები,
სულ მეყვარები შენ, სანატრელო.

გამოიდარებს და ეს ლექსები
გეტყვის, რომ შენ ხარ წყარო ანკარა.
ჩემო ლამაზო, შენ კვლავ შეგხვდები.
გრძნობამ გამოცდა გადააბარა.

გამოიდარებს და შენი მზერა
გამოანათებს ვით ჩვენი მზე რა.
ვიცი გამათბობს მე შენი სახე,
რომლის მსგავსიც მე პირველად ვნახე.

გამოიდარებს მინდა გაიგო
და მსურს იცოდე, რომ შენით ვცოცხლობ.
ჩემს გულში გრძნობამ ბინა დაიდო,
არ დაიჯერო არსოდეს რომ გთმობ.

გამოიდარებს, გამოვა მზე.
გეტყვი, რომ მე ვარ სულ შენი ტყვე.
რომ დაგინახავს შერცხვება მას,
შენს სილამაზეს მისცემს მის ხმას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent