შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"შენზე ფიქრებში"


16-12-2018, 01:44
ავტორი ტერიკო74
ნანახია 2 511

აკვიატებულ შენზე ფიქრებში,
საათის ისრებმა ბევრი წრე მოხაზეს.
იქნებ იკადრო,გახვიდე,რას მერჩი?
ტვინის უჯრედებს გასაღებს მოვარგებ.
„უჯრიდან“ „უჯრაში“ნაბიჯებს ვითვლი,
ხან აჩქარებულს,ხან მოსეირნეს,
ამ რკინის რგოლზე ასხმულ ჩამკეტებს,
გული დასცინის,დგას მოსეირედ.
ბაგუნს უმატა,კვდება სიცილით,
ეს საათიც რომ აგულიანებს?
ისრებს აცეკვებს,ურცხვად თამაშობს,
ნაბიჯები კი ხლართავს ლიანებს.
არც დღე არ იცი და აღარც ღამე?
ერთი წამით,რომ სხვა ფიქრს დავხედო,
იქნებ იმ დროში მოვახერხო და
“უჯრების” კარი სწრაფად დავკეტო.
ნეტა ვინ მისმენს,გული თუ ტვინი?
ანდაც საათი,რომ არ ჩერდება?
ეს ნაბიჯებიც გაუთავებლად
მიდი-მოდიან შეუფერხებლად.
დროც მე დამცინის,მიიზლაზნება,
კუთხიდან მიმზერს ცივი ღიმილით,
სიზმარია,თუ ცხადი,ზმანება?
სულში შემოძვრა დარდი კივილით.
აკვიატებულ შენზე ფიქრებში,
საათის ისრებმა ბევრი წრე მოხაზეს..
ნ.ტ.



№1  offline წევრი luana

ვაუუ, ძაალიან ლამაზი ლექსიაა ❤️❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

luana
ვაუუ, ძაალიან ლამაზი ლექსიაა ❤️❤️

<3 <3 <3

 


№3  offline წევრი მარია ანსაკა

ნამდვილად კარგია მაგრამ სანამ შემოვიდოდი ისტორია მეგონაა..როდის დაბრუნდები???

 


№4  offline წევრი ნანა73

ნინ როგორ მომენატრე აქ ❤️ ეს ლექსი კი წავიკითხე, მაგამ აქ რომ იყო არ ვიცოდი. ჩემო ნიჭიეროოო ❤️ კიდევ მინდაა, ბევრი! მეტიიი! ❤️❤️❤️

ეჭვი არ მეპარება რომ მიცანი )))

 


№5  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ნანა73
ნინ როგორ მომენატრე აქ ❤️ ეს ლექსი კი წავიკითხე, მაგამ აქ რომ იყო არ ვიცოდი. ჩემო ნიჭიეროოო ❤️ კიდევ მინდაა, ბევრი! მეტიიი! ❤️❤️❤️

ეჭვი არ მეპარება რომ მიცანი )))

ნანიკო <3 შენ და ვერ გიცნო?))) მიყვარხარ <3

 


№6  offline წევრი ანა გოგოძე

ძალიან მოგვანატრე თავი:((( როდის დაბრუნდები???

 


№7  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ანა გოგოძე
ძალიან მოგვანატრე თავი:((( როდის დაბრუნდები???

ანა <3 მეც მომენატრეთ.აუცილებლად დავბრუნდები,დრო მჭირდება <3 მადლობა საყვარელო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent