შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ვეღარ მიცნობ როცა უკვე არ მეყვარები


18-12-2018, 00:22
ნანახია 9 594

შენ ვეღარ მიცნობ, როცა უკვე არ მეყვარები,
ვერც ჩემს თვალებში დაინახავ საშენო სითბოს,
არ მოგინატრებ, აღარც მხრებზე აგეფარები,
მივდივარ, ჩემი სიყვარული ღამეებს გითმობს..

როცა გამივლის ის ქარცეცხლი, შენით გადაღლილს,
კოპებშეკრული გამაყოლებ შეკითხვას, რატომ???
მერე მიხვდები ერთგულება ნაღდი რაცა ღირს,
გვიან გაიგებ, როცა თავად დარჩები მარტო.

ახლა გახედე ძველ ლარნაკში ჩამომჭკნარ ყვავილს,
როდინდელია...ხედავ უკვე რა დრო გავიდა,
ხვალ ვეღარ მიცნობ, უშენობაც არ ატეხს ბღავილს.
ჩვენი მზე ალბათ ჰორიზონტზე ზღვაში ჩავიდა.

მუდამ გეძებდი, მუდამ შენთან ყოფნას ვნატრობდი,
დღეს კი, შემხედე, მეც ვისწავლე შენგან სიცივე,
ქარსა თუ დარში შენზე ვწუხდი, შენზე ვდარდობდი,
როგორ შესძელი, ცხელი გული რომ გამიცივე?!

იმდენი გრძნობა დაგიტოვე, მივდივარ მშვიდად,
მუდამ მეგონა შენს გარეშე შველა არ მქონდა,
იმ დღესაც ისე გამეტებით ქუხდა და წვიმდა,
მე შენთან მყოფსაც, უშენობა დარდად დამქონდა.

სადღაც შევხვდებით, დღეებს წასულს აწეწავს ქარი,
ახმაურდება გარდასული გრძნობის ზარები,
გვერდზე ჩაგივლის ოდეს შენით შეშლილი ქალი,
თუმც ვეღარ იცნობ, როცა უკვე არ ეყვარები



№1  offline წევრი luana

ვაიმეე ვაიმეე რა კარგი ხარრ❤️❤️❤️ როგორ მომეწონააა ❤️❤️❤️ ძალიან ჩემი ლექსია ვიგრძენიი ყველა სიტყვაა ❤️❤️❤️ არ შეწყვიტოო რა წერა და მეც გამახარე ხოლმეე ❤️❤️❤️❤️

 


№2  offline მოდერი Giorgi Uertashvili

გულში ჩამწვდომია heart_eyes heart_eyes heart_eyes
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№3  offline წევრი sweetgirl

Au dzalian dzalian dzalian magaria❤️❤️❤️❤️❤️Xshirad gagvanebivre sheni leqsebit ra❤️❤️

 


№4  offline წევრი ლეა

ძალიან ლამაზი ლექსია. ემოციური, ცოტა სევდანარევი, მაგრამ სიამაყე შეპარული ნოტებით გაჯერებული????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent