შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალგახელილმა გაყინული გულით სული გავყიდე

19-12-2018, 21:38
ავტორი luana
ნანახია 1 628

სულში ჩამიძვერი, გულში ჩამივარდი,
თვალი დაგადგი,
კი არ დამაძალეს, კი არ დამემუქრნენ,
ისე შემიყვარდი.
ცაზე ვარსკვლავს კლავენ, ცაში მზეს ებრძვიან,
სისხლს ღვრის უკვე მთვარე.
ისევ შემიყვარდი, ისევ შემიყვარდი,
კი არ შეგიყვარე,

ზღაპარს მოგიყვები, ლექსებს წაგიკითხავ,
გიმღერებ რამეს,
ოღონდ არ დამტოვო, ოღონდ არ წახვიდე,
ვლოცულობ ღამე.
გული ხომ გაჩუქე, სულსაც ამოვიღებ,
თენდება მაინც.
სხვა სხვას რას გთავაზობს, სხვამ რითი მოგხიბლა?
ვერ ხვდება ქალი.

ისევ გულში მყავხარ, ისევ სულში გტოვებ,
თვალებიც შენ გიმზერს.
ვაი, რომ არ გინდა, ვაი, რომ გაძალებ,
მემგონი გაწამებ.
დრო არის გაგიშვა, დრო არის გავიქცე,
წავიდე დაგტოვო.
თვალი გავახილო, გული გავიყინო,
სული გავყიდო.

№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ასე იქცევიან.. როცა წასვლა უნდათ ქალებს..
ცრემლიანი თვალით ჩუმად მოგიჯდება გვერდით..
უკეთესი ხარო ჩემზე.. წადი.. აღარ გაგაწამებ,
ამას ისე გეტყვის გსურდეს, არაფერი გეთქმის..

ყველა იფიცება თვალით ჯერ უნახავ გრძნობას,
ასე წამდაუწუმ გულში დაგინთებენ იმედს,
შეგიყვარდება და პირში გჩრიან მეგობრობას,
თუკი გაუწყრები სხვასთან გეძახიან უზრდელს..

სული რად მინდოდა, როცა აქ, ჩემს გვერდით მყავდი,
აღარ ღამდებოდა როცა ვუცქერდი შენს სახეს,
რაც დრო გადიოდა მეტად სხვების სუნად ყარდი,
შენს ნახვას კი არა ხსნისას ვნატრულობდი სახელს..

მხოლოდ ის მინდოდა რომ შენც ყოფილიყავ ჩემი,
ყველა მეგობარზე, ყველა გასართობზე მეტად,
ჩემი ერთგულება თურმე ბორკილია ჩემი,
ბევრი გელოდა და.. დროს ვერ ვატარებდით ერთად..

რაც კი გამაჩნია ყველაფერი იყო შენი,
და ბედს რა ვუყო რომ ახლა ყარიბი ვარ ტურფავ,
გულით დავატარებ შენს ხატს ბნელში შემორჩენილს,
მერე რა ვუყოთ რომ ახლა სხვისი ხარ და დუმხარ...

თურმე სიყვარული სადღაც საგიჟეთში მოკვდა,
ახლა მოდაშია სახლი, მანქანა და ფული,
არც ერთი გამაჩნდა და ვერც შევიძინე, ვწუხვარ,
ჰოდა ვინც ეგ შეძლო, იმას მიაბარე გული..

.. მე გელოდებოდი და ვერ დაუჯერე თვალებს,
მზისფერ მახარობელს დილით რომ არავინ მოჰყვა,
ასე იქცევიან როცა არ უყვარხართ ქალებს...
ისე გყვარებივარ, როგორც მოხვედი და მოხვალ...

როცა მე თვეობით უხმოდ ვუტრიალე ქუჩებს,
შენი სურნელით რომ ვაგლახ უღმრთოდ იყო სველი,
სხვა მოეფერება ბავშვივით გაბუტულ ტუჩებს,
რომ შენც ქალი იყავ, მხოლოდ ეგ ნუგეში მშველის..

ლექსი წავიკითხე, მუზა მომეძალა ძლიერ,
არრა დამეწერა მგონი კომენტარში ჯობდა,
რომ დღეს არ ვენდობი ტურფა ლამაზმანის იერს,
იცი?! თავის დროზე ლექსსში გაიქცევა მოდად...

№2  offline წევრი luana

ლაზარე 13

ისევ ყველას შემადარე,
სხვებთან გამაიგივე,
სხვამ რაც უნდა დაიფიცოს,
ერთ ქვაბში რად მოგვხარშე?

არც კარგობას დაგაბრალებ,
არც ტყუილზე დავიფიცებ,
თუ ბოლომდე არ შევიგრძნობ,
სიყვარულს არ შეგფიცებ.

არც მოსვას დაგაყვედრებდი,
არც წასვლას ვახსენებდი,
მაგრამ ცალმხრივმა გრძნობებმა
ჩამომაჭრეს მე ფრთები.

ჩემი მხრიდან რომ მიიღე,
გრძნობად ლავა, ვულკანი,
რა იქნება შენც დაგენთო,
სულ პატარა ბუხარი.

№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

რა ადვილად ლაპარაკობ,
სიტყვებია ვერცხლი,
რით დამენთო იმ ბუხარში,
პაწაწინა ცეცხლი?!

რით გამეთბე ცივ ზამთარში
გაყინული შორიდან?
სახე მაინც დამანახე
თუკი გულს არ მომიტან,

რა ლამაზი ლექსი იყო,
მთელი სული ჩავდე,
და არ ნებავს ჩემს ქალბატონს
თურმე სხვებს რომ გავდეს..

თუ არ გინდა შენ სხვა იყო,
ჯერ ის სხვანი წარხოცე,
დარდიანი გამათბე და
გაგიჟებულს მაკოცე..

ვიხტუნავოთ ასკინკილა
შემოდგომის წვიმაში,
დავითვალოთ ფურუსულა,
აყვავებულ ხილნარში,

ცელქობა და ორთავ სხვები,
გავატაროთ შუტკაში,
თუ არ გინდა არ შემომყვე
ქალო მერე ბუტკაში..

რო ღუღუნებ ფოცხვერივით,
დაამტვრიე სათითე,
ხედავ უცებ, თან რა ლექსად,
ძველი შუტკაც გავჩითე..

laughing wink

№4  offline მოდერი მარტო სახლში

dzalian kargi iyo. momewona <3 ase gaagrdzele

№5  offline წევრი luana

მარტო სახლში
dzalian kargi iyo. momewona <3 ase gaagrdzele

მადლობა დიდი ❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent