შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს საქართველო სულ გადაგვარდა


7-01-2019, 13:44
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 459

ეს საქართველო სულ გადაგვარდა და აღარ ვარგა მისი ნაცია,
აქ უცხოეთში გამგზავრებისთვის მიდის მუდმივი აგიტაცია.
ეს საქართველო სულ გადაგვარდა და ყველა გარბის ჩვენი ქვეყნიდან,
კვლავ მოტეხილა მძიმე ტოტები, უმძიმესი და ნედლი ვერხვიდან.

ეს საქართველო სულ გადაგვარდა, ხდება ყველაფრის ლეგალიზება.
და რომ მოვკვდებით ვერავის მიმართ დანაშაული ვერ დამტკიცდება.
ეს საქართველო სულ გადაგვარდა, ევროპელობას "ვაწვებით" ყველა,
მაგრამ ვჩქარობთ და ყველა ნაბიჯი ვშიშობ, რომ უნდა გადავდგათ ნელა.

გამოვარდება "პატრიოტი" და მეტყვის არასწორს მე ვყვები ახლა,
და ვერ მიხვდება მისმა გაგებამ ჩვენს ნაცვლად სხვები აქ დამისახლა.
გამოვარდება აქ "პატრიოტი" და მე დამიწყებს მწარე გინებას,
რადგან არ ვუჭერ მხარს თქვენს სიკვდილს და ნარკოტიკების ლეგალიზებას.

ეს საქართველო სულ გადაგვარდა, არაფრად ვარგა თქვენი აზრები.
ერთი სული მაქვს საშინელ ფურცელს, უმალ მე როდის, როდის გავცდები.
ეს საქართველო სულ გადაგვარდა და ჩამოუშვა მისი აფრები,
დიდო მგოსნებო, თქვენ თუ მე მეტყვით, თქვენგან ახლავე, უმალ გავქრები.

ეს საქართველო სულ გადაგვარდა და მკვლელობათა სეზონი დადგა,
თქვენს დანახვაზე ვაჟა, ილია თვის საფლავიდან მაშინვე ადგა.
სანახაობით კვლავ გამოფხიზლდა დავით მეოთხე, თქვენი დავითი,
ბრძოლაც, სიკვდილიც ერთად უნდოდა, რაც დაინახა სწორედ ამითი.

ეს საქართველო სულ გადაგვარდა და აღარ ვარგა მისი ნაცია,
აქ უცხოეთში გამგზავრებისთვის მიდის მუდმივი აგიტაცია.
ეს საქართველო სულ გადაგვარდა და ყველა გარბის ჩვენი ქვეყნიდან,
კვლავ მოტეხილა მძიმე ტოტები, უმძიმესი და ნედლი ვერხვიდან.



№1  offline წევრი luana

ეს ბევრად უკეთესია წინა გინებებზე :დ ნამდვილად არ ვარ “გამოვარდნილი პატრიოტი” და გეთანხმები ბევრ საკითხში, მაგრამ ნუ მილანძღავ ქვეყანას, ამით საერთოდ ვერაფერს შეცვლი, გეფიცები. ❤️

 


№2  offline მოდერი Giorgi Uertashvili

luana
ეს ბევრად უკეთესია წინა გინებებზე :დ ნამდვილად არ ვარ “გამოვარდნილი პატრიოტი” და გეთანხმები ბევრ საკითხში, მაგრამ ნუ მილანძღავ ქვეყანას, ამით საერთოდ ვერაფერს შეცვლი, გეფიცები. ❤️

ვიცი რომ ვერაფერს შევცვლი. უბრალოდ იქნებ ვინმე ისეთმა ადამიანმა, რომელსაც შეიძლება ეხებოდეს ეს ლექსი, ნახოს, წაიკითხოს და მიხვდეს თავის შეცდომას. ქვეყნის ლანძღვა არაფერ შუაშია, ძირითადად ასეა ხალხი, მაგრამ რა თქმა უნდა როგორც ყველგან აქაც არის ბევრი გამონაკლისი. blush გმადლობთ ყურადღებისთვის <3
--------------------
გ.უერთაშვილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent