შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი არსებობა მაინც მიხარია


28-01-2019, 12:09
ნანახია 2 748

ნეტავ, რომ იცოდე, ეს დრო რია–რია,
წამები წუთებში როგორ აირია.
გულის ფეთქვა ჩემი ფუჭი ტრიალია,
შენი არსებობა მაინც მიხარია.

მიკვირს უშენობა, მე, რომ შემიძლია,
ალბათ, სიყვარულმა ისევ ჩემს გულს სძლია.
შენი ცოტა სითბოც მას არ გააჩნია,
მაგრამ გულში დიდი კვალი დააჩნია.

შენი ღიმილიც კი ჩემთვის მიხარია,
წლები ასე გადის, სადღაც რია–რია.
სული მეხუთება...გული უძლურია.
შენი არსებობა მაინც მიხარია.

შენი გამოხედვა ხშირად მღირსებია,
მაშინ კანკალითვე წყალი მჭირვებია,
მე, ამდენი ტანჯვა ჩუმად გამივლია.
შენი არსებობა მაინც მიხარია.

თუ არ გყვარებივარ, რატომ მიცქეროდი?!
თუ არ გყვარებივარ, რატომ მიღიმოდი?!
ასე ყოველივე, ბნელში აირია,
მაინც მიხარია.
მაინც მიხარია.

აი, ამ გრძნობებზე ბევრჯერ მიფიქრია,
ზიზღი სიყვარულში რ ო გ ო რ აირია.
და ეს სიყვარული, ჩემი სიყვარული,
გულის უკუნეთში, სადღაც ჩაილია.

სულ უშენოდ, რომ მოვკვდე რია–რია
შენი არსებობა მ ა ი ნ ც მ ი ხ ა რ ი ა.!!!



№1  offline წევრი გიორგ ნოზაძე

ძალიან მაგარი ლექსია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent