შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი


30-01-2019, 13:05
ნანახია 2 002

გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი,
დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა.
მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი,
ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა.

რომ გზა ჩაგიხერგე გრძნობაარეულმა
სადღაც, ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები,
სისხლი მოიბანა ღამემ მთვარეულმა
შენ კი უცოდველი – მკვლელად მესახები.

ბაგეს გისერავდა სისხლი ალისფერი,
კოცნით გაშორებდი ცოდვებს გამთენია,
მზერა მომაჩეჩე, ცოტა დავიბენი
ტუჩის კუთხესთან კი ბზარიც გამჩენია.

ყელთან დამიტოვე ფრთხილი ნაკვალევი,
დრომ კი ეს შეხება წარსულს უსახსოვრა,
სადღაც წაიშალნენ ჩემი კონტურები
განცდაც აღარ შემრჩა, უკვე უსახო ვარ.

დღეს კი კართან მიცდის ისევ უშენობა,
ვფიქრობ, მასპინძელი ცუდი გამოვდივარ,
შენი არსებობა არის უღმერთობა,
მე კი გოლგოთაზე ნებით ამოვდივარ.



№1  offline წევრი sweetgirl

ყველანაირად კარგი ლექსია❤️❤️❤️ლამაზი რითმებით და სიტყვებით❤️❤️

 


№2  offline წევრი TakSa

სალანდერი
მადლობას სხვისი ლექსებისთვის იხდი? smirk

უნამუსო პლაგიატია... მისი გამოქვეყნებული ლექსების 90% მისი არ არის და დანარჩენი 10% მე არ ვიცი მაგრამ არ მგონია მოსი იყოს... არ მჯერა... ჩემი მშობლების ბავშვობის დროინდელი ლექსები უდევს... გოგო ძაან მაგრად გვეკაიფება
--------------------
ჯოჯოხეთი ქვია ჩემს საწოლს, სადაც უშენო ღამეები გამოვიარე . . .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent