შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ დაგთმე,როგორც უწინ...


31-01-2019, 06:35
ავტორი sweetgirl
ნანახია 2 060

ისევ დაგთმე,როგორც უწინ
და ეს სევდაც ისევ მიტევს
სად ვიყურო,უკან თუ წინ
შევეხები კვლავ შენს თითებს?

ისევ გნატრობ სევდიანი
და შევნატრი წუთებს გავლილს
თან ვიხსენებ ცრემლიანი
ჟრუანტელს ამ ტანში დავლილს...

ისევ ცივი,ბნელი ღამე
ისევ წვიმა და ფიქრები
ისევ დარდი,ცრემლი და მე
მათ გარეშე ვერ ვიქნები...

ისევ ტკბილი შეხებები
ის თბილი და ნაზი მზერა
შენს ტუჩებს რომ ვეგებები
მაშინ მესმის გულის ძგერა...


ცხოვრებაში აზრი თუ დევს
ჩვენ ყველას გვაქვს დრო საცდელი
მოახლოვდა სევდის ბუდე
საშინელი განსაცდელი...

მოახლოვდა და გამოცდის
გულმა ძლიერ თუ შეტოპა
გავა დრო და მე გამოცდილს
საუკუნეც არ მეყოფა...

გავა კიდევ ბევრი წელი,
გრძნობა მაინც აქ დარჩება
იცოდე,ეს გული შენი
სიყვარულით გადარჩება...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent