შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

***

11-04-2019, 18:14
ავტორი chica sol
ნანახია 3 627

სიყვარულია ის, რაც არ გვესმის ადამიანებს,
სიყვარულია ის, რაც გულს გვტკენს და თან გვიამებს,
სიყვარულია ტკივილი, ტანჯვა, დიდი სიავე,
სიყვარულია ის, რაც გვიამებს ამ დიდ იარებს.
სიყვარულისთვის თავს გავწირავ, ასე მგონია...
სიყვარულისთვის ცაზე მთვარეც მოუგონიათ,
სიყვარულისთვის საწამლავი მოსვა რომეომ,
სიყვარულისთვის დეზდემონა მოკლა ოტელომ.
ეს ყოველივე სიყვარულისთვის არ იყო განა?
რომ ჯულიეტამ დაუნდობლად დაისო დანა,
სიყვარულისთვის ზოგიერთი ჩაება ომში,
ორში ერთმანეთს დაუნდობლად ებრძოდნენ ორნი.
სიყვარულს ახლავს დიდი ტკივილი, განუყოფელი,
დიდი ტკივილი - უკურნებელი, დაუნდობელი,
იგი ძლიერად ბრჭყალებს ჩაგასობს დაფლეთილ გულში,
სასოწარკვეთოლს, უმალ ჩაგითრევს სევდის უფსკრულში...
სიყვარული და ტკივილი ერთად ვარდს მოგაგონებთ,
სურნელოვან ვარდს,რომელსაც დიდი ეკლები ფარავს,
მაგრამ ამ ეკლებს არავინ უფრთხის და არვინ მალავს,
რომ სიყვარული სამოთხეა, ომი კი არა...

თქვენდამი დიდი მონატრების შემდეგ, ავტვირთე ჩემი ლექსი, რომელიც დავწერე 10 წლის წინ.

№1  offline წევრი დარინა

თურმე შენი სიახლე როგორ მომნატრებიააა, აი იმედს არ ვკარგავ რომ ერთ დღეს აქ შემოსულს შენი ახალი ისტორია დამხვდებაა, ვგიჟდები ასეთი თბილი და საოცარი გოგო რომ ხარ.

№2  offline მოდერი chica sol

დარინა
თურმე შენი სიახლე როგორ მომნატრებიააა, აი იმედს არ ვკარგავ რომ ერთ დღეს აქ შემოსულს შენი ახალი ისტორია დამხვდებაა, ვგიჟდები ასეთი თბილი და საოცარი გოგო რომ ხარ.

დარი, ჩემო გოგო, ჩემო თბილო, ისე მომენატრა თქვენი სითბო და სიტკბო, პირველი რაც შემხვდა ის ავტვირთე. საუკუნეა არაფერი დამიწერია, მაგრამ იმედი ჯერ კიდევ მაქვს რომ დაგიბრუნდებით. მიყვარხართ და მენატრებით <3

№3 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

კარგი იყო, თბილი, სათნო და გემრიელი

№4  offline მოდერი chica sol

სტუმარი ენ ბლექი
კარგი იყო, თბილი, სათნო და გემრიელი

უღრმესი მადლობა, ჩემო კარგო <3

№5  offline აქტიური მკითხველი terooo

რომ სიყვარული სამოთხე, ომი კი არა.

№6  offline წევრი Taattu

ძალიან კარგი იყო heart_eyes heart_eyes relaxed

№7  offline ახალბედა მწერალი K. I.

კარგია! ❤️
გამოჩნდი ხოლმე :))
--------------------
When nothing goes right, go left!

№8  offline მოდერი chica sol

terooo
რომ სიყვარული სამოთხე, ომი კი არა.

Taattu
ძალიან კარგი იყო heart_eyes heart_eyes relaxed

ქეთი იმერლიშვილი
კარგია! ❤️
გამოჩნდი ხოლმე :))

გოგონებო, თბილებო, დიდი მადლობა რომ წაიკითხეთ, მოიწონეთ და გახსოვართ...

№9  offline წევრი ნანა73

რომ არ დავწერო არ შემიძლია... უბრალოდ გადავიკითხე ეს ლექსი, მერე კომენტარები... შემდეგ პროფილი დავათვალიერე და " ვერ გხედავ, გგრძნობ " წავიკითხე. უზარმაზი შთაბეჭდილება მოახდინე! უამრავ ხოტბას შეგასხავდი, მაგრამ დამიჯერე და მენდე, საოცრებას წერ, ჯერ კიდევ არ დამისრულებია კითხვა, ვერ მოვითმინე ეს რომ არ მეთქვა... ❤️❤️❤️

№10  offline მოდერი chica sol

ნანა73

ჩემო საყვარელო, როგორ გამახარე. დიდი მადლობა, ასეთი თბილი კომენტარისთვის. იმედი მაქვს როცა დაასრულებთ ისტორიის კითხვას, თქვენს აზრს მოვისმენ.

№11  offline წევრი ნანა73

რა თქმა უნდა დავასრულეე heart_eyes ემოციების ქვეშ ვარ... ისე ნათლად აღწერე ყველა გრძნობა და ემოცია , ყველა შეგრძნება, უხილავი ხილული გახადე... ბრმა ვიყავი და ანნას სამყაროში მამოგზაურე... ვგიჟდები მსგავს ემოციას რომ მიტოვებს ნაწარმაოები! მადლობა, უღრმესი მადლობა ამისთვის შენ! ❤️❤️❤️ ყოველთვის დაგელოდები და წაგიკითხავ. kissing_heart

№12  offline მოდერი chica sol

ნანა, უღრმესი მადლობა შენ ჩემო კარგო, ასეთი ემოციებისთვის. მიხარია, თუ ისტორიაში გამოგზაურე და უფრო მეტად მიხარია რომ მოგეწონა.????

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent