ჩემს სიდედრს (ერკე მიდასი)
ჩემი წარმოდგენით ჩემი სიდედრი უსაყვარლესი ქალია, კეთილი, თბილი და ძალიან ადამიანური. სიცოცხლე ძლიერ უყვარს და ფიქრობს ყოველთვის სხვებზე, არა საკუთარ თავზე. ამაში ვრწმუნდები, არა მარტო მისგან, არამედ მისი ქალიშვილისგანაც. ზოგადად, ადამიანი, ვისაც საოპერაციოში უამრავი ადამიანი გადაურჩენია, ვისაც მუდმივად სიცოცხლესა და სიკვდილს შორის უწევს ბრძოლა, რათა საკუთარი პროფესია შეასრულოს (თუმც დარწმუნებული ვარ, მისთვის მხოლოდ პროფესია არ არის.), დანამდვილებით გეტყვით, რომ ვერანაირად ვერ იქნება იმის საპირისპირო, რაც მე ჩამოვთვალე. მართალია, არ ვიცნობ ახლოდან, მაგრამ რასაც ვიცნობ საკმარისია ამის დასარწმუნებლად და გულით რომ უყვარს საკუთარი შვილები ესეც ცხადია. გამიხარდებოდა, მეც ბათუმში ვცხოვრობდე და ჩემს მაიკოსთან ახლოს ვყოფილიყავი, თუმცა ღმერთმა ასე გადაწყვიტა და ამას ვირგებ, როგორც არის. სხვა შემთხვევაში ხომ საუკეთესოდ გავიცნობდი ამ ორი წლის განმავლობაში, მაგრამ ამის შანსი არ მომეცა. არც კი მინახავს და მის თვალებში არ ჩამიხედავს, რომ მის შვილზე დამელაპარაკა. იდეალურ დედასთან, რომ მესაუბრა ქალიშვილის თვისებებზე, მის უნაკლოობაზე და ღიმილის ჯადოსნობაზე, რომელიც გულში მწვდება და საოცრად მოქმედებს ჩემზე. თუმცა როგორც აღვნიშნე, ვღელავ... მაგრამ მისი გაცნობა დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ჩემზე, მეტიც, დარწმუნებული ვარ შევიყვარებ და კარგი ურთიერთობაც გვექნება მე კი შევპირდები და შევასრულებ კიდეც, რომ ჩემს მშვენიერებას გავუფრთხილდები, რათა ერთი პწკარითაც არ შეიცვალოს მისი კდემა. თან როგორ გვანან ერთმანეთს... მართალია, როცა ამბობენ დედა თავის ანარეკლს შობს ქალს და ასე გრძელდება შობადობის პროცესი. ის სილამაზე, რასაც დედა შობს დავიწყებას არასდროს მიეცემა, რადგან მემკვიდრეობით შვილს გადასცემს და აგრძელებს ყოველ თაობაში ქალიშვილი... ამიტომ, ქალიშვილსაც ძალზე დიდი მისია აკისრია, არათუ მამაკაცს, რომელიც გვარის გამგრძელებლად მიიჩნევა. ჩემო მშვენებავ - მიყვარხარ. ***[center][/center] ყოველდღე, რომ ავიხედავ ცაში, მწადს მეჭყანვოდეს ქაფივით თეთრი ახლა გაჩვენებთ როგორ ვცხოვრობ და მინდა გაგაცნოთ ჩემი სიდედრი. ******* როცა სიდედრი ჯერ არც კი გიცნობს, მაგრამ შენ იცნობ მთელი სიარსით რა მთვარის ნისლთა დროს დავიბადე ფაქტია მზის წილ, ვეღარც ვიაზრებ. ბედნიერება გულში ფიასკოს განმაცდევინებს მოლოდინივით ჩემს ბედისწერას სხვამ არ მიასწროს, ყოველ წამს ხინჯად დამდევს გიჟივით. უბრად აღიდგენს გონება სურათს როგორ ვზივარ და მის წინ თანვვხვედრობ, ჩემ ქალს ვუყურებ, დამარქმევთ გულადს და მის ხელს კი არ ვითხოვ მოვითხოვ. სამზარეულოს ვუწონებ, როგორც ჯელტმენი სიტყვით გამოდის ხალხში კომპლიმენტებით ვავსებ, ვპირდები რომ „ჩემს“ არ გავცვლი, არც ერთ სხვა ქალში. თითქოს მიჯერებს, თავს წამომიწევს მეტყვის თანხმობას, ფიქრად უარობს თავად მისთვის ვარ მუხლზე მდგარი რომ ჩემი სიდედრის უარს ვუარო. ისე წამიღო მომენტზე ფიქრმა სულ დამავიწყდა დეიდა ირმა სულ დამავიწყდა ყველა ფაქტორი გარდა უდიდეს ჩემი ნახტომის. რომ დაგარწმუნოთ მის სიყვარულში გულს ამოვიღებ, ხელში დავუდებ ესაა ყველა ბრძენ უარმყოფებს რომ ხვდებიან და ბოლოს ადუმებთ. ხვდებიან რათა თავის წიგნეზე მნიშვნელოვანი რამეც არსებობს, მის უაზრობას ამტკიცებენ და იპყრობთ მათაც უსწრაფეს ქარზეო. ***** სიმძაფრე გრძნობის, ძლიერ კაცად მხდის, აგერ თქვენსას ვარ, ხულოდ ასული არც ფული მინდა, არც კავშირები, მხოლოდ ერთს ვითხოვ - თქვენი ასული. *** აი რას გეტყვით ჩემო სიდედრო არ მინდა თქვენს წინ, აქვე ვიფეთქო, ღმერთების სიტყვა უკვე ჩემშია მსურს გული მათი გადავინერგო. მზად ვარ განვუდგე ყველაფერს მარადს თავად მარადი ცეცხლია ირმა, გთხოვთ ენდეთ თვალებს, ნუ მეტყვით არას, მეტი რა უნდა გაჩუქოთ შვილმა. ოჯახზე კარგი, იმედზე კარგი პროგნოზს გიქადის ამინდი მზიანს შვილიშვილების ღიმილზე კარგი, იმპულსი - შიო, გული - თაია. ???? ჩვენ გაცნობის დღის დადგომას ველი სხვა არ მაფიქრებს ო, არაფერი იქნებ გამოვდგე კარგ სიძედ ირმა, ბევრს ნუ იფიქრებთ, არც ძვირი ვღირვარ. გადაგიშალეთ გული რომ ვღელავ, თუ რას გადაწყვეტთ როცა მის ხელთ გთხოვთ გულიც აღარ მაქვს, მას გავატანე მსურს დავიბრუნო ჩემო სიდედრო!!! ******* თუ ავღელდები, ამ ლექსს ჩავხედავ, როგორც ოცნებას სიტყვების ფერის, დავრწმუნდები თუ რაოდენ ტკბილი, თბილი ქალია ჩემი სიდედრი!!!! ე.მ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.