შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,რაღა დროის''


16-08-2019, 20:45
ნანახია 1 668

რა სიმართლე, სიცრუეში გვიცხოვრია,
რა ზნეობა სიყალბეა მოდაში
რა სიმკაცრე მარიონეტს ემსგავსება
დღე და ღამე გვიცხოვრია ბოდვაში...

რა მიყვარხარ... მნიშვნელობა თუ იციან?!
რა გრძნობები... გაყინულა მალულად,
მე რომ ვხედავ, გასულია საქართველო
და რაც ხდება, ხდება ისევ ფარულად!

მარაზმია ყველას სახის ატანა და
ვეღარ უძლებს ვეღარც თვალი და გული,
ყველაფერი შეცვლილია ყალბად დგას, რომ
ფულმა ისევ გადაწონოს სიყვრული.!

რა გრძნობები და რაღა დროს ტკივილია?
რა ფიქრები, გასულია სადღაც შორს,
საქართველო იმდენადვე ჩაფლულია
ემსგავსება ამ სიცხეში ლეშს და მძორს!

ნუთუ მოგწონთ და ან გხიბლავთ ასე ყოფა,
ნუთუ ბედმა ეს გვარგუნა აქამდე,
ნეტავ ხალხმა გააფუჭა ყველფერი
თუ იგივე ყოფა იყო ნანამდეც...

ვინ მართალი და ვინ ცრუი ყველა ერთად...
რა ზნეობა, აქ ვერაფერს ვერ ინატრებ,
დაველოდოთ გასულია საქართველო
თვალს გაახელს, თვითონ გამოგვიძახებს!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent