როდის მოდის მუზა
როდესაც მუზა ჩამოიფრენს მოფარფატე პეპელასავით, უნდა იმარჯვო, უმალ უნდა დაიჭირო; დაისვა ხელზე, თავი დაიმშვენო. . . თორემ სწრაფად დაფრინავს, წაფარფატდება და ვეღარ მოძებნი; როდესაც მუზა გეწვევა, კარი ფართოდ უნდა გაუღო, რბილ სავარძელში ჩააბრძანო, ჩაი მიართვა, ან კოქტეილი. . . სცადე, ესაუბრო, იყავი ცნობისმოყვარე, დაუსვი კითხვები. . . და იქნებ დაგდოს პატივი და პასუხი გაგცეს; და ეს პასუხი კარგად დაიმახსოვრე; ფურცელზე გადაიტანე და გულისპირში შეინახე; და როდესაც მუზა მოგინახულებს, მოეხვიე, გულში ჩაიკარი; ის შეიძლება ცივად შეგხვდეს, არ გეწყინოს, ის ხომ მუზაა! და თუნდაც ნამცეცი სითბო მისგან კოცონს დაანთებს. . . ის შორს არ მიდის, სადღაც აქვეა, გვითვალთვალებს კიდეც, როცა სხვა საქმე, არაფერი აქვს; ამ თვალთვალის დროს მხოლოდ ხანდახან, (ან სულაც ერთხელ ცხოვრების მანძილზე) წყნარ ღამეში, როცა სიჩუმეს არარსი არღვევს, შეიძლება ყურთან ახლოს თბილი სუნთქვა იგრძნო. . . სუნთქვა, როგორც სიო - სალბუნი, შენი და სხვათა სულებისათვის. . . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.