ლექსი - "ცხოვრება ძნელია"
"ცხოვრება ძნელია" არ მინდა ცხოვრება იქ, სადაც ძნელია, არც მინდა დღეები. რომლებიც გრძელია, ნათელი დღეები ზაფხულში ბევრია, მაგრამ ეს დღეები ჩემთვის სულ ერთია, მე ვნატრობ ღამეებს, რომ არ თენდება, უსასრულობაც რომ არ ფერხდება, როდესაც სიბნელე ვარსკვლავებს ერწყმება, და ამ ყველაფერს სიჩუმეც ერთვება, არ მინდა ცხოვრება იქ, სადაც რთულია, სადაც კი ძმა ძმის ერთურთის მტრულია, სადაც კი სიყალბე,შური და ფულია ცხოვრების არსი, რაც ჩემთვის კრულია, არ მინდა ცხოვრება იქ, სადაც ღამდება რადგანაც ეს ღამე ოდესმე მთავრდება, ვიცი, რომ ეს ღამე მომენატრება, ასე რომ, არ მინდა, ეს ღამეც გაქრება, ღამე მე მიყვარს სიჩუმე,ფიქრები, სულ მარტო რომ რჩები და უფიქრდები წარსულ მოვლენებს, თითქოს და სიზმრები, ნანახი წარსულში, ლაღი და ვმშვიდდები არ მინდა ცხოვრება იქ, სადაც ბევრია უაზრო დრო და თან თითქოს მეტია იმ დროზე, რაც ჩემთვის ბედნიერია, უაზრო დრო თითქოს მეტი და მეტია, ვუცქერ სილამაზეს, რომელიც სავსეა იდუმალებით,სიჩუმით,ეს მართლაც ასეა, ფოთლებიც შრიალებს,ხმაურიც კარზეა, თუმცა ეს სურათიც სილამაზეეა, მთავარი ეს არის მოთმენა,მიღება იმისა,რაც ხდება,გარშემო ვლინდება შედეგი ბრძოლისა,ბოლოსკენ მცირდება სისუსტე,სიმწარე,ცხოვრებაც ტკბილდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.