შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მაპატიე"


17-10-2019, 17:56
ავტორი Anna Eprikyan
ნანახია 4 108

მაპატიე,რომ გატკინე გული,
მაპატიე,თავს რომ არ გრძნობ კარგად,
ახლა ვხვდები რა ყოფილა რთული,
მაპატიე,მეც განვიცდი ამას,

მაპატიე,რომ დაგყვები ფიქრად,
იმისთვის,რომ ძალას გაცლი ხოლმე,
იმისთვის,რომ წუხდები და დინჯად
მაინც დგახარ და არ კარგავ ღონეს,

იცი? ახლა მეც ვწუხდები მეტად,
ვერ ვიცილებ ფიქრებსა და ვეღარ,
ვეღარ ვტკბები რამეთი და ვხედავ
ნაცრისფერ და სევდიან ცხოვრებას,

მე არ გრძნობით ვიღვიძებ და ვცხოვრობ,
არ მინდა და ძალით მაინც ვცოცხლობ,
არაფერი დამრჩენია კარგი,ვხვდები,
კარგს მოჰყვება სამწუხარო ბოლო,

ვგრძნობ,რომ ვძლიერდები ამით,
ჩემს თავს ძალას ვატან თითქოს,
არ დანებდე,იცხოვრე შენ რამით,
რეალობას აზრი ჰქონდეს ვითომ,

ბოდიშს გიხდი,გაგრძნობინე ცუდი,
იმისთვის,რომ შეგახვედრე ტანჯვას,
ახლა ვხვდები,რა ყოფილა რთული,
მაპატიე,მეც განვიცდი ამას.


არის მომენტები,როდესაც უნებლიედ გვიწევს ვინმესთვის სულიერი ტკივილის მიყენება, რის გამოც თავადაც დიდად ვწუხდებით და ვგმობთ საკუთარ თავს. ვცდილობთ საკუთარი თავის დასჯას და განცდილი ემოციების გაზიარებასაც, რომელიც ჩემს შემთხვევაში ამ ლექსის შექმნის მიზეზი გახდა.



№1 სტუმარი სტუმარი ლიზი

ნოემბერი დეკემბერი საქინფორმი არ არის საჭირო

 


№2 სტუმარი სტუმარი liana

თუკი ოდესმე გული გატკინე
თუკი ოდესმე ცრემლი გადინე
თუკი ნატკენი გული გატკინე
ნუ გეწყინება გთხოვ მაპატიე
ძლიერ მიყვარხარ გთხოვ მაპატიე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent