ნოტების თვლა არ შემიძლია
მე მოცარტივით ნოტების თვლა არ შემიძლია, ვერც ვან გოგივით ვერ დავხატავ დიდებულ რამეს, ვეღარც შექსპირი გაიღვიძებს ჩემში ეულად და ვერც მასავით ვერ გავავსებ სონეტის თავებს... ფიროსმანობას მითუმეტეს ვერ დაგპირდები და ვერ მოგართმევ მარგარიტას სისხლივით ვარდებს, მურტალოსავით მაგდალინელს ვერ შეგადარებ და ჰიტლერივით ვერ აგიგებ სასახლეს მთაზე..... ვერც რავიკივით შენს ღალატზე ვერ გავჩუმდები ან რიჰარდივით ვეღარ გნახავ მეუღლის კარზე, ვერც ალკოჰოლით სულელივით თავს ვერ მოვიკლავ და ბანალურად ვერ აგიხსნი გრძნობების არსებს.... მე მოცარტივით ნოტების თვლა არ შემიძლია.... ვერც ვან გოგივით ვერ დავხატავ დიდებულ რამეს... მურტალოსავით მაგდალინელს ვერ შეგადარებ.... და რიჰარდივით ვეღარ გნახავ მეუღლის კარზე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.