შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ვქნა...


30-10-2019, 09:21
ავტორი AnonymX
ნანახია 2 718

რა ვქნა რომ მიყვარს, და მის გარეშე
ცხოვრებას ჩემსას აზრი არა აქვს
რა ვქნა რომ მინდა მისი ალერსი
მასთან ყოფნა სულ, მარად და მარად.

არის რაღაცა
გადასალახი
გადაულახი
მუდამ სალახი

შეხება მისი, არასდროს ქრება;
სუნია მისი, მარად რომ მყვება;
გული ხომ მისი, სხვისთვის ძგერდება;
და ჩემს სიყვარულს ალად ედება.

რაოდენ შორს ხარ, რაოდენ ახლოს,
ჩემი ფიქრები მარად თანგყვება.
შენს იქით არ არს ადამიანი,
ვისგამოც გული ჩემი ჩერდება.

ბევრჯერ კი მითქვამს და კიდევ გეტყვი:
სიყვარულს ჩემსას დრო ვერ წალეკავს,
მარად ვიქნები შენი ერთგული,
მარად შენს ჩრდილში დავეძებ ვნებას.

ისახარ ვისაც, ჩემი ფიქრები,
მუდამ ფარავენ, ვით ანგელოზნი.
ტრიალ მინდორზე მზისა შეხება;
ბრწყინვალებისა გასხივოსნება;

ტკბილი ტუჩები, ჯერაც უგემი,
ამდენად ახლოს თან შორს არიან,
მისი ღიმილი, ტკბილი სიცილი
არ ვიცი ასრე რად მინატრია.


შენი ტრფობა და გაბრწყინება,
მუდამ არის და მუდამ იქნება,
ვერასდროს შევძლებ შენს დავიწყებას,
ოღონდ არ გინდა ჩემი მხილება.

მიყვარხარ ახლა, მიყვარდი გუშინ
და მეყვარები მარად და მარად,
თუმცაღა ვიცი, რომ შენ არასდროს,
იქნები ჩემი როგორც მე მინდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent