დაგტოვო უნდა ...
ოცნება გაწყდა, იქუხა ზეცამ, შაშვები ისევ ალიონს ტოვებს. მე ხელგაშლილი მივდივარ შენგან, ტკივილგამოვლილ ცხოვრების ფონზე. ვიღვიძებ ღამით როდესაც ძინავს, ყველას და ისევ შიში მჭამს უღვთო. მგონია სადღაც საოცრად ცივა და ჩემს წილ სითბოს ვერავის ვუყოფ. ჩამომაცალე სურნელი შენი, დაგტოვო უნდა შუაღამის პირზე. ვზივარ და ისევ ლექსებით ვთვრები, ვზივარ და ისევ წერილებს გიწერ. შევწყვიტო უნდა! გაგყარო ფიქრებს, დაგტოვო ნებით სხვის მკერდთან ახლოს. მე უშენობის ცრემლები მიტევს, შენ სიხარულის ფიფქები გათოვს. შავია ცა და ისევ ქუხს ზეცა, შავი ვარ მეც და დაგტოვო მიწევს. მე ისევ მოვალ რითმგაცლილ ლექსად, გრიგალგამოვლილ გრძნობების პირზე. ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.