მე და შენ რომ შევრიგდეთ
მე და შენ რომ შევრიგდეთ, რას იფიქრებს წვიმა? იფიქრებს, რომ შეგვარიგა ამინდებმა თბილმა. მე და შენ რომ შევრიგდეთ, რას იფიქრებს ქარი? იფიქრებს, რომ შერიგებით დრო მოგველის წყნარი. მე და შენ რომ შევრიგდეთ, რას იფიქრებს ვარსკვლავი? იფიქრებს, რომ საბოლოოდ გული ორად გავყავი. მე და შენ რომ შევრიგდეთ, რას იფიქრებს ბუნება? იფიქრებს, რომ დაგვილაგდა ჩვენ ორივეს გუნება. მე და შენ რომ შევრიგდეთ, რას იფიქრებს წყალი? იფიქრებს, რომ ზედმეტია უკვე ვიღაც ქალი. მე და შენ რომ შევრიგდეთ, რას იფიქრებს ღრუბელი? იფიქრებს, რომ დაჯილდოვდეს შერიგების მსურველი. მე და შენ რომ შევრიგდეთ, რას იფიქრებს ღმერთი? იფიქრებს, რომ სიყვარულით სანთლის გვეცხო ღვენთი. მე და შენ რომ შევრიგდეთ, რას იფიქრებს მეწარმე? იფიქრებს, რომ ამ ამბისთვის დიდი ხანი ეწამე. მე და შენ რომ შევრიგდეთ, რას იფიქრებს მთვარე? იფიქრებს, რომ სულ შეივსო ჩვენი გულის არე. მე და შენ რომ შევრიგდეთ, რას იფიქრებს მხატვარი? სიხარულით, მე ვფიქრობ, რომ ეგონება ზღაპარი. მე და შენ რომ შევრიგდეთ ბევრს ხომ გული დაწყდება! სულ კარგს უნდა ვამბობდეთ - გრძნობა არსად გაქრება.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.