შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მენატრება


7-01-2020, 22:19
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 2 493

მენატრება შენი ნახვა და მე მომკლავს ეს დრო დიდი,
მე უშენოდ ვერასოდეს ვერ ვიქნები ასე მშვიდი.
რომ ვერ გხედავ, მე ეს ხალხი სულ მიწოდებს მარტო გიჟს,
მონატრება, სულ ეს არის ერთადერთი, რაც კი მჭირს.

მენატრება შენი ნახვა და მაგიჟებს ეს დრო ნელი,
შენს დანახვას გამუდმებით მოუთმენლად ველი, ველი.
შენი ნახვა ჩემს გვამს თურმე ასხამს დიდი ჭავლით წყალს,
ვერ გაშორებ, სიხარულო, მე შენ ერთი წამით თვალს.

მენატრება შენი ნახვა და მწვავს ცეცხლის ალი, მწველი.
შენ ხარ ჩემი ცხოვრება და მხოლოდ შენღა თუ მიშველი.
მიყვარხარ და იცი არ ვცნობ ირგვლივ ხალხის "მზრუნველ" აზრს,
ჩემთვის მხოლოდ შენ არსებობ და ვერ ვხედავ მე შენს მსგავსს.

მე წამიღო შენზე ფიქრის მშვენიერმა, ნაზმა გროვამ
და შემიპყრო მე შენს გვერდით კიდევ უფრო ახლოს ყოლამ.
იმედი მაქვს, რომ ჩემს აზრებს ზედმეტად არ გახვევ თავს,
ცოტა ხანში წამოდი და ერთად გავყვეთ ამ ჩვენს ნავს.

მენატრება შენი ნახვა და მე მომკლავს ეს დრო დიდი,
მე უშენოდ ვერასოდეს ვერ ვიქნები ასე მშვიდი.
რომ ვერ გხედავ, მე ეს ხალხი სულ მიწოდებს მარტო გიჟს,
მონატრება! სიყვარული! სულ ეს არის რაც კი მჭირს.



№1 სტუმარი Lizzaa

დასაწყისში ჩავისუნთქე და ბოლოს ამოვისუნთქე )) კარგი იყო ...

 


№2  offline მოდერი Giorgi Uertashvili

Lizzaa
დასაწყისში ჩავისუნთქე და ბოლოს ამოვისუნთქე )) კარგი იყო ...

მადლობა ლიზაა heart_eyes heart_eyes heart_eyes
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№3  offline წევრი Mezgvauri

მიყვარხარ და იცი არ ვცნობ ირგვლივ ხალხის "მზრუნველ" აზრს,
ჩემთვის მხოლოდ შენ არსებობ და ვერ ვხედავ მე შენს მსგავსს.

magaria Bravo !

 


№4  offline მოდერი Giorgi Uertashvili

Mezgvauri
მიყვარხარ და იცი არ ვცნობ ირგვლივ ხალხის "მზრუნველ" აზრს,
ჩემთვის მხოლოდ შენ არსებობ და ვერ ვხედავ მე შენს მსგავსს.

magaria Bravo !

დიდი მადლობაა heart_eyes
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№5 სტუმარი სტუმარი liana

მენატრება შენი ნახვა და მაგიჟებს ეს დრო ნელი,
ალბათ შენს ნახვას ისევ ველი,
ვერ მოვიშორე თვალიდან ცრემლი,
მე შენს მოსვლას ისევ ველი.

 


№6  offline მოდერი Giorgi Uertashvili

სტუმარი liana
მენატრება შენი ნახვა და მაგიჟებს ეს დრო ნელი,
ალბათ შენს ნახვას ისევ ველი,
ვერ მოვიშორე თვალიდან ცრემლი,
მე შენს მოსვლას ისევ ველი.

open_mouth open_mouth open_mouth
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№7 სტუმარი სტუმარი liana

ძალიან დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent