შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომიახლოვდი


30-01-2020, 17:31
ავტორი Sally Gogua
ნანახია 1 899

მომიახლოვდი... შენი შეხება სისხლივით მიჩქებს ნატკენ სხეულში
ყველა ტკივილის გადასაფარად შენს მკლავებში ვარ გამომწყვდეული
მომიახლოვდი.... ეს მეათასედ ისევ გამანდე შენი გრძნობები
ვგრძნობ გაზაფხულზე დაბრუნებული შემოდგომემდე ჩამომშორდები
და ვისეირნებთ ჩვენ ცივ ღამეში სანამ გრძნობები ძველ ფერს დაკარგავს
სახლში წასული გზაში დაღლილი ჩემი ტუჩები შენსას განკარგავს
და შენი სახლის ფანჯრების მიღმა
მოსჩანს ქალაქის შავი კედლები
მომიახლოვდი თან ისე თბილად რომ შენს შეხებას ვეღარ ველევი
ოთახში სავსე მძიმე ბურუსით, მოსიარულეს გითვლი ნაბიჯებს
მომიახლოვდი... ხელი მომხვიე... სანამ ჩემს გრძნობებს გადააბიჯებ
და ღმერთმა იცის უკვე რამდენჯერ უშენობა რომ შემეპარება
მე მოგწერ ისევ რომ ხვალ შეგხვდები, შენ მიპასუხებ რომ არ გეცლება
და შენ დამტოვებ ფანჯრების მიღმა, სხეულში ზამთრის სუსხი დადგება
მომიახლოვდი, თავს ვიგრძნობ მშვიდად სანამ დაიწყებს გამოდარებას



სიყვარულია ეს ლექსიი heart_eyes

 


№2  offline წევრი ninnnnnnnoooooooo

მართლაც კარგი ლექსია მე მომეწონა heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent