შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მელანქოლია

29-02-2020, 21:00
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 266

მელანქოლია ჩემი,
მე ხომ სიკვდილი მინდა.
მგონია თითქოს ვკვდები,
სიცოცხლე შემიშინდა.

ჩემი სიცოცხლის სევდა,
ჩემთვის ხსნა არის ტკბილი.
მე თავად სევდა მწერდა,
სიცოცხლით ვარ დასვრილი.

მე მაქვს თანმდევი გრძნობა,
ამ გრძნობის სიყვარული.
თან მდევს სევდის განვრცობა
და მარტო სიარული.

ისევ ვდგავარ და მცივა,
აქ რაღაც შეიცვალა.
მე თავად სევდა მტკივა,
სევდამ სულ ვერ იწვალა.

მელანქოლია მიპყრობს,
ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი.
გამოვცემთ ჩვენ დიდ სითბოს,
მე მისგან ვერ წავედი.

ეს ნაცრისფერი ცა და
ეს ჭუჭყიანი მიწა.
თურმე მან რაღაც სცადა,
თურმე სულ გაიფიცა.

ჩემი სიცოცხლის სევდა,
ჩემთვის ხსნა არის ტკბილი.
მე თავად სევდა მწერდა,
სიცოცხლით ვარ დასვრილი.

№1  offline მოდერი guroo

ლექსებს ძალიან უხდება მდიდარი ლექსიკური მარაგი და ძლიერი მხატვრული საახეები. შენთან მსგავსი ვერაფერი ვნახე. მარტივ რითმებს იყენებ, ამაშიც დასახვეწი ხარ. არადა, რახანია შენი ლექსები მხვდება ხოლმე სიახლეებს შორის. დღეს იმიტომ წავიკითხე, რომ სათაურმა მომხიბლა.
ამ დროის გამვლობაში, სულ მცირე, გამომსახველობით ფორმებში მაინც უნდა გეპოვნა რაიმე ორიგინალური და შენებური შტრიხები. არ ვიცი, რატომ შეიძლება იყო გაჩერებული ამ დონეზე. ბევრი იშრომე და კიდევ უფრო ბევრი მოინდომე, რომ კარგი, ხარისხიანი და ლამაზი ლექსები წერო. ნუ შეგეშინდება ახალი გზების ძიებისა და რითმების რღვევისა. დაიმახსოვრე. ლექსი მუსიკასავით უნდა ჟღერდეს - ამისთვის მელოდიურობა საჭირო არ არის, საკმარისია მხოლოდ შინაარსობრივი და სიმბოლური დატვირთვაც.

№2 სტუმარი Lizzii

ხანდახან რა რთულია ვინმეს აუხსნა როგორ ხარ, რაზე ფიქრობ, ან რას გრძნობ...

№3  offline მოდერი Giorgi Uertashvili

guroo

პირველ რიგში დიდი მადლობა შეფასებისთვის. ახლა კი თხოვნა მაქვს თქვენთან: როგორც ჩანს ერკვევით ამ საკითხში იმიტომ, რომ აშკარად ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ ის რისი თქმაც გინდოდათ. სამწუხაროდ, მე არც მრჩეველი მყავს, არც დამხმარე და არც ისეთი ვინმე ვინც ჯანსაღად გამაკრიტიკებს. იქნებ თქვენ მომცემთ რჩევ რითმებთან დაკავშირებით(ანუ როგორ შეიძლება ამ მხრივ უკეთესი გავხადო ჩემი შემოქმედება), მითხრათ რას გულისხმობთ მდიდარ ლექსიკურ მარაგში(მაგალითები მაინც რომ მომიყვანოთ) და ასევე მაინტერესებს რას ნიშნავს ორიგინალური და ჩემებური შტრიხები.
გმადლობთ ყურადღებისთვის

Lizzii
ხანდახან რა რთულია ვინმეს აუხსნა როგორ ხარ, რაზე ფიქრობ, ან რას გრძნობ...

საშინლად რთული. რომ გინდა ახსნა და ვერ უხსნი იმის გამო რომ შეიძლება ეწყინოს და ამავდროულად შენთვის სულ ერთი არ არის, ეს უბრალო საშინელებაა და მეტი არაფერი.
--------------------
გ.უერთაშვილი

№4  offline მოდერი guroo

სევდა,სიცოცხლე, სიკვდილი, გრძნობა - ეს ის სიტყვებია, რომლებიც დაუსრულებლად და ერთფეროვნად მეორდება ისედაც მცირე ზომის ლექსში. მათ ასე ხშირ განმეორებას მხატვრული ღირებულება ექნებოდა, მკითხველზე მძაფრი ემოციური გავლენის მოხდენა რომ შეეძლოს. მაგრამ თვითონ ლექსი, ჩვეუებრივი, უღიმღამო წინადადებების ერთიანობაა, რომელიც ჯვარედინად არის გარითმული და ამის გამო შეიძლება ჩაითვალოს ლექსად. შესაბამისად რაიმე სახის ექსპრესიულობაზე საუბარი ზედმეტია.

"მელანქოლია ჩემი,
მე ხომ სიკვდილი მინდა.
მგონია თითქოს ვკვდები,
სიცოცხლე შემიშინდა"
აი, თუნდაც ამ შემთხვევაში რითმებით თამაშის მეტი არაფერია შენი ნაწერი. ბევრად უფრო ღრმა, საინტერესო და მხატვრული შეგიძლია, რომ გახადო ის, რაც უკვე თქვი ამ სტროფში.
რას გიშვრება მელანქოლია? რას შეიძლება შეადარო შენი მდგომარეობა?
როგორი სიკვდილი გინდა? რატომ გგონია, რომ კვდები? როგორი სიცოცხლე გაქვს? რამ შეაშინა? რას შეადარებ ლაჩარ სიცოცხლეს, რომელიც უსუსურ სიკვდილს უშინდება?
შეეცადე ამ კითხვებზე შემოქმედებითი პასუხები მოძებნო. ფანტაზიას მიენდე და რაც შეიძლება მეტი ასოციაცია მოიფიქრე სცოცხლისა და სიკვდილის ამგვარ ჭიდილზე. ოღონდ გახსოვდეს, შენი განცდები და ემოციური მდგომარეობა არ უნდა დაიკარგოს. მკითხველმა უნდა იგრძნოს ავტორის მღელვარება და ცხელი სუნთქვა - წერის პროცესში მოსვენებას რომ არ აძლევდა.
მაპატიე, თხოვნას ვერ შეგისრულებ. ლექსებს არ ვწერ და ვერ ვერკვევი მისი წერის ტექნიკებში. შენი გაკრიტიკების უფლება კი საკუთარ თავს იმიტომ მივეცი, რომ რაც დაგიწერე, იმაზე პასუხისმგებელი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ არაფერია მანდ არაკომპეტენტური.
მე ვერ გამოვდგები მრჩევლად. მეთვითონაც საშინელი პრობლემები მაქვს წერასთან დაკავშირებით

№5  offline მოდერი Giorgi Uertashvili

პირველ რიგში მადლობა შენიშვნებისთვის, მაქსიმალურად ვეცდები გავითვალისწინო. მე ლექსებს ასე ვთქვათ არ "ვაშალაშინებ" და რასაც ვწერ პირდაპირ ვაქვეყმებ ხოლმე როგორც წესი. წეღანაც, წინა პასუხშიც მინდოდა ამის მოწერა, მაგრამ არ მოგწერე, არ იფიქრო რომ რაიმე სარკასტულად გითხარი. ამას იმიტომ გეუბნები რომ ხშირია შემთხვევები რომ ადამიანს სერიოზულად ვპასუხობ და ის როგორც რაღაც სარკასტულ თუ დამცინავ ნათქვამს ისე იღებენ. შეიძლება ასე არც გიფიქრია, ეს ისე გითხარი უბრალოდ მაინც.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შენიშვნებისთვის.
--------------------
გ.უერთაშვილი

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent