თუმცა
მზე ანთებს ცის პირს ელვარებს ლაღად ქარი დაყვება მტვრიან ბილიკებს არ დავბერდები დავრჩები ბალღად თუმცა დრო მიცვლის მიცვლის მიმიკებს. წელი გავიდა ოცი და შვიდი გაქრა ოცნება უკვე რამდენი ზღვას კი მოქცევა შემორჩა მშვიდი ტალღით ნაპირებს გადმონადენი. შემომეცალა გრძნობების ქვევრი სიცარიელემ გამკრა ეშვები აღსასრულამდე არ დამრჩა ბევრი განთიადივით დაბლა ვეშვები. ვეშვები თუმცა მე მინდა ფრენა მეუცხოვება რადგან ხმელეთი გასარითმ სიტყვებს ლუღლუღებს ენა რომ გადავკვეთო ლექსით ბნელეთი. და რომ რითმები დამედო დაღად ალბათ ვიღაცა გამაქილიკებს არ დავბერდები დავრჩები ბალღად თუმცა დრო მიცვლის მიცვლის მიმიკებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.