შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიბერე


14-03-2020, 14:14
ავტორი PEPE )
ნანახია 1 191

ემოციების ზღვა აღარ ღელავს
და ჰორიზონტზე მოსჩანს სიბერე
მეხამუშება რომ რიგიანად
განვლილი წლები ვერ შევიფერე.

სევდა თუხთუხებს გულის სიღრმეში
და სინანულის მორევში ვტოკავ
ელვაზე სწრაფად კრთება სიმშვიდე
მინაპირდება და ვეღარ ვთოკავ.

დრო გადათელილ ოცნებებს მტვერავს
და ნიავდება ნიავი ქარში
ჯერ არ მივსულვარ ნაოჭებამდე
და არც ჭაღარა გამოკრთის თმაში.

მაგრამ მე უკვე მერწყმის სიბერე
უკმარისობის შეგრძნებით პყრობილს
არვიცი ხატვა ასე რითმებით
მე ჩემსას მაინც დავხატავ პროფილს.

დავხატავ თრთოლვით მწუხარების ჟამს
ჩავიძირები ფერთა გამაში
ჩამოღვენთილი სანთლების ალზე
დამისრულდება ბედთან თამაში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent