სიცოცხლე მინდა!
სიცარიელე მოედო ქუჩებს განაცრისფერდა თეთრი ღრუბლები ნაღველი ერევა სულის კარიბჭეს არ ვიცი, კიდევ რამდენს გავუძლებ დანისლულ თვალებში კვდება იმედი ცრემლებად დამდის სხეულზე დარდი მომაკვდავი ვარ, გაიგეთ ხალხო უკანასკნელად ვიმღერებ "არგოს" შებინდებისას ვიტყვი შენდობას თვალებს გავუსწორებ ბნელეთს ცის კაბადონზე მოციმციმე ბურთს უკანასკნელად ვაჩუქებ მზერას რა გინდ უცხო იყოს მგზავრი დარდის გამზიარებელი ერთი ჭიქით დაილოცოს შესანდობად შემეწიოს ფეხარეული მივუყვები გზას ცოდვის სიმძიმე ბეჭებს მატკივებს გზააბნეული ვადგავარ დაღმართს და უსაშველო ფიქრი მაცილებს ღამე ჩუმია, როგორც არასდროს აჩრდილთა ხმები ყრუდ ბღავიან ჩემი შიშები ცხადად ქცეულნი თავს დამდგომიან და დამჩხავიან მეყოფა, ვეღარ გავუძლებ ჭკუიდან მშლიან უსხეულონი გადი, გამშორდი, წყეულიმც იყავ ღმერთია მოწმე, სიცოცხლე მინდა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.