ვიღაც - ერკე მიდასი
ვიღაცა კვდება, ვიღაცა დგება ვიღაც ფეხზე ვერ გაიმართება ცოცხლები ყრიან საფლავზე მთებად, ნეტავ იპოვეს სიგიჟე შვებად? ასე არ შვრება ზღვები დაშრება ვუცქერ გემების ციდან დაშვებას სიცივე თბება გადათეთრდება უსიამოდ დრო ფერებად დნება გულზე მადნება ფიქრად მაწვება სიტყვა ღამდება ბნელ ზღაპარს ყვება. ვიღაცა კვდება, სიმდაბლედ კრთება ანჩისხატის ფრთებს ქვეშ ეფინება, უფალო ღმერთო, ანგელოზებად აკურთხე ჩემი სურვილნი ფრთებად. ხატს ქარიზმებად წყვდიადს აშთობენ აკორდებს ხელებს შემოაჭდობენ აქ არც ფიქრობენ, რასაც ამბობენ განრისხებულნი გულში დარდობენ. სიტყვებს ანდობენ ქარებს ართობენ ურჯულოებად მხრებზე გარსობენ, ფიქრნი კარდონებს ზღუდედ ამკობენ, გთხოვ გამიგონე. საუბარი რად ჯადოქრებს ხვეტან უცნობ ბილიკებს შორის კვლავ ვხედავ არ შეიცვლება მხოლოდ ერთი რამ ჩვენი რჩენილი აზრების ფეთქვა. და გულის ფეთქვა, ბევრი რამ მეთქვა გულმა კი ვერ თქვა. მინდა რომ ერთად ვიწამოთ ერთა ოცნება ფერთა ოცნება შენთა. ბედნიერება ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, ქაოსურ მტვერში დანახვა გვწადყოფს, ადამის გულად შეგვწევს შევცვალოთ დღე გამიზნულად. არ იყო ჩუმად, იფიქრე ბრძნულად ასე იყო და იქნება თქმულად მარტივად თქმულად შესასრულებლად რთულად, უნდა ვიცოდეთ ვეღირეთ თუ რად და სამყაროში დავტოვებთ თუ კვალს თავს გვაგრძნობინებს გამარჯვებულად. უფლის დიდება ერთმანეთისთვის გულის მიდება გამორიდება სულისთვის სითბო არ მოგინდება? სივრცეთა ზონა, ვიქნები მონა ადამიანებს არა გვაქვს წონა. სიყვარული ვინ გამოიგონა მჭირდება შოვნა ხატის წინ დგომა სიყვარულისთვის დარჩენა ფონად. სიმართლის მტვერი გამოიჟონა ფილტრი დაედო სიცრუეს ფსონად, რთულია ქონა უტაქტო როლის არ დაგვრჩა დრო, გვაქვს მხოლოდღა წოლის. გარშემო დიდი გვფინავს კედლები უაზროდ არ მსურს გმირის მედლები არვის ვედრები არვის ვეთრევი, ჩემ ფასს შორს წასვლის მგონივე ვხვდები თავისუფალი გრძნობით ვიდგები მუდამ ვიზრდები ვითარც რითმები გონებაში არ წყვეტენ დინებას თუ არ ვითქმები მგრძნობენ ფიქრები, სულისკვეთებით არ ჩავითვლები. მიპყრობს მიზნები აფორიზმები, იქამდე არა, ვითარც სიზმრები შანსს არ მომცემენ გამოძინების. ე.მ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.