ქრისტიანობა
ქრისტეს შობიდან ჩვენმა ცხოვრებამ, ორიათას წელს გადააბიჯა, ასი -ათას კაცს, თავი მოჰკვეთეს, ხატს ფეხი რატომ არ დააბიჯა. ასი-ათასი კი რიგში იდგა, თავის ბედს მშვიდად ელოდებოდა, რწმენას არასდროს არ შეიცვლიდა, თუ კი სამშობლოს დასჭირდებოდა. ქრისტიანობა საქართველოში, მოგვიანებით შემოიტანეს, მის დასაცავად, ურჯულოთაგან, ბევრი წამება გადაიტანეს. და მაინც რწმენა არ შეუცვლიათ, დღემდე პირნათლად მას მსახურობენ, მაგრამ არიან გამყიდველებიც, უკადრებელსაც, რომ კადრულობენ. ასეთი ქცევით ზოგიერთებზე, კატასტროფულად ზემოქმედებენ, სულის სიმშვიდეს, ვერ ვეღირსებით, საპირისპიროდ ვინც, მოქმედებენ. რადგან უფალმა იცის ყოველი, ვინაც რისი ვართ გამკეთებელი, პასუხი ყველას მოგვეთხოვება, თუ საზიზღრობის ვართ მკეთებელი. გუშინ, რომ იყო კაცი ბანდიტი, კაცის მკვლელი და ეცვა გლახურად, დღეს ანაფორა გადიცვა თავზე და მოგვევლინა ღმერთის მსახურად. ერთი წუთითაც კი არ დავუშვათ, რონ ეს აღმოჩნდეს, აქ წყალგამყოფი, უფალთან განვლოთ კონსულტაცია, რა ვაკეთეთ და სად ვართ, ნამყოფი. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ყველას სავლელი და განსაცდელსაც თვით მივადგებით, ვერსად ვერასდროს დავიმალებით, ადრე თუ გვიან, რიგში ჩავდგებით. არასდროს არ ვთქვათ, ვინმე რომ მოკვდა, უბრალოდ ხდება გარდაცვალება, სული ხორცს სტოვებს, მიდის ზეცაში, მთავრდება აქის, ტანჯვა-წვალება. ხორცი ლეშია, მიწად იქცევა, სული, ეს არის მარადიული, ჩვენ მიტევება უნდა შეგვეძლოს, ნურვინ ვიქნებით, აგრესიული. აქ დავიმკვიდროთ, სული, საუფლო პატიოსნების, ან და პირიქით, რაც უფრო წყნარად, ვიცხოვრებთ აქეთ, მით უფრო მშვიდად, ვიქნებით იქით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.