სინათლე
მე სინათლე დავინახე, თურმე ტოტებს ვარხევ და ჩემს წარსულს ნაწილობრივ ნაკუწებად დავხევ. მომავალში მე შენ გხედავ და ვერავის სხვას და მასა, ბრბო მე მილიონ კითხვას დამისვამს. შენს გარდა აქ მე ჩემს ირგვლივ ვეღარავის ვამჩნევ და მუდმივად მე შენს გარდა სულ ყველა ფიქრს ვამსხვრევ. მე სინათლე დავინახე, რადგან ღიმილს მფენ, მე შენს ჰაეროვან ბგერებს მუდამ მოვისმენ. ერთხელ ჩვენი შეხვედრისას ამოვიდა მთვარე, თურმე სწორედ ჩუმ ღამეში მე შენ შეგიყვარე. ერთი ფაქტი მამშვიდებს მე, რომ მუდამ შენ აქ ხარ და იცოდე ჩემს გულში, რომ მხოლოდ შენღა მყავხარ. მე სინათლე დავინახე, თურმე ტოტებს ვარხევ და ჩემს წარსულს ნაწილობრივ ნაკუწებად დავხევ. მომავალში მე შენ გხედავ და ვერავის სხვას, ალბათ კიდევ დარჩა რაღაც, რაც მე არ მითქვამს. #მეტიპოზიტივი #გიჟითავისუფალია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.