შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემანუელი


23-04-2020, 23:30
ავტორი PEPE )
ნანახია 1 031

ლოცულობ თითქოს და არც ლოცულობ
საკუთარ თავთან გიდგას დუელი,
უბიწო ფიქრებს დაყვეს გონება
ჩვენთან არს ღმერთი, ემანუელი.

ყრმა ბეთლემიდან იდევნებოდა
სიცოცხლე ცოდვით არის ნათესი,
ევნო,ეწამა და ისევ აღდგა
სახარება რომ ამბობს მათესი.

და მეტყველებდა მაშინ წინასწარ
იერემია, ეზიკიელი
უფლის სიტყვებით გიყვარდეს მტერიც
თუნდ იყოს იგი გადამთიელი.

მაგრამ სალანგრედ გადააქციეს
ნაკვეთი თავი იოანესი,
მისატევებელ ცოდვებს ვერ იტევს
შემოგარენი იორდანესი.

გამართეს ბჭობა,ინათა როცა
მზე შემოენთო სარკმელს,დარაბას
შეკრეს იესო,გაამათრახეს
და ანაცვალეს ქრისტე ბარაბას.

ეკალ გვირგვინით ნაგვირგვინები
იესო ქრისტე ამტანი გვემის,
ჯვარს აცვეს,აცვეს გოლგოთას მთაზე
რომელსაც ქვია ადგილი თხემის.

გადაბურული და სევდიანი
ნაზარეველის სჩანს ნაზარეთი,
მოვინანიებთ?მოგვეტევება
ემანუელი,ჩვენთან არს ღმერთი.

საკმეველი თუ იფრქვევა სულში
ზეცას მეშვიდეს მაინც ნუ ელი
სარწმუნო უფრო მეტად ირწმუნე
ემანუელი,ემანუელი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent