შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცაში ვხედავ


29-04-2020, 20:10
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 993

ცაში ვხედავ მე ჩემს ღმერთს და ამ მიწაში ღამურებს,
ვიცი ჩემში სიმშვიდე, რომ ვეღარ დაისადგურებს.
მე ხომ მხოლოდ მღელვარება ამ ცხოვრებას დამიწვავს,
ჩემი გულის ბატარეას მე ბოლომდე დამისვამს.

ცაში ვხედავ იმ სიგარეტს, ამ მიწაში კი ჩემს გზას,
აქ ხომ მხოლოდ ჩემი თავი, სხვა კი სულ არავინ დგას.
ხალხს ამ ქვეყნად ხომ საერთოდ თავის გული აღარ აქვს,
თურმე ჩემი ერთი გულიც კვლავ სიძულვილს დღესაც ჰგავს.

ცაში ვხედავ ბევრ თოლიას, ამ მიწაში კი ვირთხას,
როგორ მინდა რომ რაიმე ამ რაღაცამ დღეს მითხრას.
ის ვიცი, რომ დღეს კაშკაშა ერთი ფერიც არ მოვა,
რადგან ლექსმა ამ იდუმალ სიბნელეში დამტოვა.

ცაში ვხედავ მე ჩემს ღმერთს და ამ მიწაში ღამურებს,
ვიცი ჩემში სიმშვიდე რომ ვეღარ დაისადგურებს.
მე ხომ მხოლოდ მღელვარება ამ ცხოვრებას დამიწვავს,
ჩემი გულის ბატარეას მე ბოლომდე დამისვამს.

#მეტიპოზიტივი
#გიჟითავისუფალია



№1  offline წევრი N.yviralashvili

მომწონს კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent