შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს პეტრიქორში


4-06-2020, 19:48
ავტორი Stranger things
ნანახია 947

წინად შენს კანთან, რომ ანათებდნენ
ახლა ის მზის სხივებიც გაქრა,
ვიგრძენი ღმერთმა სულ დამივიწყა
და შენ სამარეს მეც ჩამატანა.

თითქოს ფერები და ვარსკვლავები,
შენ კანთან ერთად ავად გაცისფრდა,
და ამ სამყაროს ეს მრავალფერი
სურნელიც ჩემთვის, გაპეტრიქორდა.

ყველა სიტყვასთან, ახლა სიკვდილი
ყველაზე ძლიერ ბგერებად იქცა.
და მონატრებამ, გარს მოხვეულმა
მზე კი არა და, შენც კი დაგრჩდილა.

აღარ არსებობს ოაზისები,
აღარ არსებობს თვითონ უდაბნოც.
აღარ არსებობს აღარც სამოთხე,
სიკვდილიც თითქოს მიწამ დაიფლო.

წამები ახლა, ძვლებში ჩამდნარი
ეალერსება სიკვდილის ლოდინს,
გააქრო უკვე ყველა სიზმარი
და ვეღარ ვხედავ, ვეღარც შენს აჩრდილს.

წაიღო მთელი სიტყვები ღმერთმა
წაიღო ჩემი გრძნობებიც, სხვისთვის
და ჩემში, მარტოდ დარჩენილ ტკივილს,
იცოდე ახლა ხელებიც კივის.

კივის, კანკალებს, ცისფერი ხელი
ვგრძნობ ეგ შერხევა, ჩემი არ არის
სიამოვნებას ძლივსღა განვიცდი
როცა ვხვდები რომ, ის შენ გეკუთვნის.

დუღს თითქოს მიწა და მზე ზეცაში,
წვიმასაც აღარ იმეტებს ჩვენთვის
ჩემი ფილტვები იხრჩობა მხოლოდ
გადამეტებულ, შენს პეტრიქორში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent