ჯეჯილის ვარდი
სხივს გავყევ, მზეს ჩავყევ ერთსა მას გზათასა, ნათელსა ქუესკნელსა მას ცასა ცათასა, კარიბჭით სოფლად ანდრიას, მათესა, ჯეჯილში ვარდი ნეტა ვინ დათესა. ვუმზერ მგალობელს ღვთაებრივს, ხმოვანს, ჯეჯილში ვარდს და ვაზს ათასწლოვანს, ბილიკზე ყვავილს, ძველსა და ახალს, რომელიც ფეხს ჯერ, არ შეულახავს. და გალობს იგი ნათელსა შინა: „ბნელსა შინ ვიყავ ნათლისათვინა, მადლი უფალმან გამოაჩინა, ქუეყნიერებას ვით მომავლინა“. სხივს გავყევ, მზეს ჩავყევ, ერთსა მას გზათასა, ნათელსა ქუესკნელსა მას ცასა ცათასა, კარიბჭით სოფლად ანდრიას, მათესა, უფალმა ჯეჯილში ვარდი დათესა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.