შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

..............


27-10-2020, 15:58
ნანახია 840

როგორ მოქმედებს ეს გარემო და ეს კაცები
სკოლის მოსწავლე გოგონებს რომ თვალს აყოლებენ...
გამოიხურე სარკმელი და შემდეგ დაწექი,
ხვალ დილით ისევ მეგობრები დაგაბოლებენ...

როგორც ასი წლის შპალიერი კედელს ახიე,
დაემშვიდობე ოცნებებს და გახდი ვერაგი,
ისე მოგეზღო ყველაფერი... შენზე ახია-
დათმე ერთგულთა სიყვარული, ლექსის წერა კი

ამოიჩემე, ჰოდა გინდა გახდე პოეტი,
არადა უკვე სენტიმენტებს ვეღარ იკავებ.
ყველა სახურავს, ყველა ქუჩას ერთად მოედე,
მერე სასტიკად, დაუნდობლად ქუჩაც მიგავე...

აი ისინი კაფეებთან ყავას წრუპავენ
და უჩვეულო, უხეირო დროზე ჩივიან,
არადა დროს და ამ სამყაროს თვითონ ღუპავენ...
როცა მშივრები სანაგვეში, წყალში ცვივიან...

თუმცა "პოეტო", ეს თემები შენ არ გაღელვებს,
სენტიმენტებს ხომ ანებივრებ სრული არსებით,
მზის ჩასვლას უცქერ, გაიძახი შეშველ სახელებს,
ფარდის გაწევა გეზარება, დუმხარ სავსებით...

როგორ მოქმედებს ეს გარემო და ეს კაცები,
რომლებიც სკოლის მოსწავლეებს, ბავშვებს ღუპავენ.
თუმცა "პოეტებს" არ აღელვებთ ეს ხომ სავსებით,
ზიან და ყავას, ჩაის, ანდა რამეს წრუპავენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent