შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმის რექვიემი


27-10-2020, 21:28
ავტორი tornike927
ნანახია 1 227

ისევ წვიმის წვეთის ხმაა ფანჯარაზე,
ზეცა მოღუშული მიმოაფრქვევს სევდას
თითქოს რექვიემი ისმის დაბალ ხმაზე,
ცაზე მცირე ნათელს ღამე შავად ღებავს

ყვავებს მოუცვიათ ირგვლი არამარე,
მათი ჩხავილი კი რექვიემს ერწყმება
ამდენ მონატრებას ვერსად დავემალე,
გედის ეს სიმღერა ჩემს სულს ღრმად ეხება

უნაყოფო ხეებს ქარი მცირედ არხევს,
წვიმა ლამაზ მიწას უშნოდ ეზილება
ყვავთა ორკესტრი კი კარგს რას მოასწავებს,
ბებერ დედამიწას უკვე ეძინება

მუქი პეიზაჟი არის შემზარავი,
თითქოს ზეცა ტირის, ბნელს კი ეცინება
ჯოჯოხეთისა და მიწის შესართავი;
მართლა დავინახე, აღარც მერიდება

თითქოს კოშმარია დაუსრულებელი,
სიბნელე კი სივრცეს მძიმედ დაეფინა
ოცნება კი დარჩა აუსრულებელი,
უხილავი მზე კი ისევ ჩაეფინა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent