დამღალეს გრძნობებმა მარტოობის
დამღალეს გრძნობებმა მარტოობის, უგზო-უკვალობა მებედება. კედლები, ფარდები, მანტოები, სისხლი და ძარღვების შედედება... შვიდასჯერ ჩამმწარდა პაემანი... შვიდასჯერ ვერდებით ავალ ღმერთთან... არასდროს, არასდროს დავენანე მბრძანებელს უკიდო სავანეთა... ვითარცა უგრძნობი მონოლითი, უსიტყვოდ, მწუხარედ ვილექები. იმსხვრება სიმშვიდის მბოლო მითიც, ვადაგასულია ბილეთები... ბახუსმა წაიღო ეს სხეული და სულიც, ოდესღაც, მგლოვიარე. მე კი უსახლობას შეჩვეული დავდივარ. ქუჩები მოვიარე... დამღალეს გრძნობებმა სიმარტოვის, ისევ უკვალობა მებედება. ქარებმაც უთქმელად მიმატოვეს, ცუდი კი შენთვის არ მემეტება... მივდივარ... ოდესმე გამიხსენებთ, დღეს ბოლო იქნება მგლოვიარე. მე მთელი სამყარო მოგიძღვენით, მე მთელი სამყარო მოვიარე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.